► როგორი იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მსახურება? მათი გზავნილის რა ნაწილი იყო ნათელი მათი მსმენელებისთვის ხოლო რა იყო დაფარული მომავალში გაცხადებამდე?
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველური წიგნები მოიცავს "დიდ" წინასწარმეტყველებს (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და ასევე თორმეტ "მცირე" წინასწარმეტყველს (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია და მალაქია). ცალკეული წიგნების შესწავლამდე, უმჯობესი იქნება შევისწავლოთ წინასწარმეტყველის როლი, ძველი აღთქმის ისრაელში.
„კლასიკური“ ანუ „ჩაწერილი“ წინასწარმეტყველები მსახურობდნენ დაახლოებით ძვ. წ.-ით 800 წ.-დან. 450 წ.-მდე. ადრინდელ წინასწარმეტყველებს, როგორებიც იყვნენ ელია და ელისე, არ დაუტოვებიათ თავიანთი ქადაგების წერილობითი ჩანაწერები. თექვსმეტი წინასწარმეტყველი ახსოვთ, მათი სახელით დაწერილი წიგნებით.
ებრაულ ბიბლიაში სამი სიტყვა გამოიყენებოდა წინასწარმეტყველის აღსანიშნავად. ეს ტიტულები აჩვენებს წინასწარმეტყველის როლს ისრაელში. პირველი ორი სიტყვა (ჰოზეხ და როეხ) მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს "დანახვას". ეს სიტყვები გვეუბნება, რომ წინასწარმეტყველი იყო „მხილველი“, ვინც ხედავდა ღვთის საქმეებს. მესამე სიტყვა (ნაბი) ნიშნავს "მოწოდებულს". ეს ეხება ადამიანს, რომელსაც ღმერთმა მოუწოდა, რათა ღვთის გზავნილი მიეტანა ადამიანებისთვის.
წინასწარმეტყველურ წიგნებში ნაჩვენებია წინასწარმეტყველთა რამდენიმე მახასიათებელი:
1. წინასწარმეტყველები არ ლაპარაკობდნენ საკუთარი გზავნილის შესახებ; ისინი ამცნობდნენ ღვთის გზავნილს. 350-ზე მეტი წინასწარმეტყველური წიგნი შეიცავს ფრაზას „ასე ამბობს უფალი“. წინასწარმეტყველები მოწოდებულნი იყვნენ, რომ ღვთის სიტყვა მიეტანათ ღვთის ხალხისთვის.
2. წინასწარმეტყველები ღვთის გზავნილს გადასცემდნენ თავიანთ თაობას. მათი გზავნილი პირველ რიგში გადაეცემოდა საკუთარ ხალხს. როცა წინასწარმეტყველებს ვკითხულობთ, უნდა ვიკითხოთ: „როგორ ესმოდა წინასწარმეტყველის უშუალო აუდიტორიას მისი გზავნილი? იმის ცოდნა, თუ როგორ გაიგო წინასწარმეტყველის გზავნილი პირველმა აუდიტორიამ, გვეხმარება უკეთ გავიგოთ მისი გზავნილი დღეს.
3. წინასწარმეტყველები გადასცემდნენ ღვთის გზავნილს მომავალ თაობებს. წინასწარმეტყველები იყვნენ „მხილველნი“. ესაიას პირველი სიტყვები მრავალი წინასწარმეტყველის სიტყვების მსგავსია: „ესაიას, ამოცის ძის ხილვა“ (ესაია 1:1). ხილვებისა და განსაკუთრებული გამოცხადებების მეშვეობით ღმერთი უცხადებდა თავის წინასწარმეტყველებს მომავალ ჭეშმარიტებებს. წინასწარმეტყველებმა იხილეს როგორც მომავალი სამსჯავრო, ასევე მომავალი აღდგინებაც.
წინასწარმეტყველური წიგნების შესწავლისას ჩვენ დავინახავთ, რომ გარკვეული თემები ხშირად მეორდება. ამ წიგნებში სამი თემა იკითხება:
აღთქმისადმი ერთგულება
წინასწარმეტყველებმა არაერთხელ შეახსენეს თავიანთ აუდიტორიას, ანუ მსმენელებს, რომ ისრაელი იყო მოწოდებული ღვთის რჩეულ ხალხად. სინაზე ისრაელმა ღმერთთან აღთქმა, ანუ შეთანხმება დადო. ეს შეთანხმება რიტუალებზე და მსხვერპლშეწირვაზე უფრო მეტი იყო; ის მოითხოვდა პიროვნულ სიწმინდეს ღვთის წინაშე და სამართლიანობას სხვა ადამიანების მიმართ. ისეთი წინასწარმეტყველები, როგორიც იყო მიქა და ამოსი, დაუპირისპირდნენ ისრაელს, რადგან ერი არ ემორჩილებოდა აღთქმას.
უფლის დღე
წინასწარმეტყველებმა ოცზე მეტჯერ მოიხსენიეს „უფლის დღე“. უფლის დღე წინასწარმეტყველთა მიერ სამგვარად გამოიყენება:
უფლის დღე ურწმუნოთა განკითხვის დრო იქნება.
უფლის დღე ღვთის ხალხის განწმენდის დრო იქნება.
უფლის დღე ხსნის დრო იქნება მათთვის, ვინც ერთგულია.
მესიის მოსვლა
წინასწარმეტყველთა მნიშვნელოვანი გზავნილია დაპირება მესიის შესახებ. ბიბლიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ძველი აღთქმის 300-მდე წინასწარმეტყველება, რომლებიც მიუთითებენ მესიის მოსვლაზე.
ესაიას წინაპირობა
ესაია ერთი შეხედვით
ავტორი
ესაია
სამიზნე აუდიტორია
იუდა
თარიღი
740-680 წწ. ძვ. წ.
თემა
მეხუთე სახარება
მიზანი
იუდას გაფრთხილება მომავალი სამსჯავროს შესახებ
იუდასთვის აღთქმა(დაპირება) მომავალი ხსნის შესახებ
სახარება ესაიაში
მესია ქალწულისგან დაიბადება.
ის ემსახურება წარმართებს.
ის მოკვდება ცოდვილთა გამოსასყიდად.
მესიის მეშვეობით ღვთის სამეფო გაიღება ყველა ერისთვის.
ისტორიული გარემო
ესაია, ამოცის ძე, მსახურობდა იუდას სამეფო კარზე ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს. ესაიას სახელი ნიშნავს "უფალმა გადაარჩინა", სახელი, რომელიც მოასწავებდა ესაიას მსახურების მთავარ თემას, ღვთის ხალხის ხსნას.
ესაიას მოწოდება წინასწარმეტყველურ მსახურებაზე მოხდა „მეფე ყუზიას სიკვდილის წელს.”[1] მან აღწერა სანხერიბის გარდაცვალება ძვ. წ. 681 წელს (ესაია 37:38). ეს ესაიას წიგნის ათარიღად განსაზღვრავს დაახლოებით 740-680 წწ. ძვ. წ.-ით.
ესაია მსახურობდა იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს და მენაშეს მეფობის დროს. ებრაული ტრადიცია ამბობს, რომ მენაშემ მოკლა ესაია, მისი შუაზე გახერხვით.
ესაიას მსახურების პირველ წლებში ტიგლათ-ფილესერ III-მ გააფართოვა ასურეთის იმპერია. ჩრდილოეთის სამეფოს მეფე ფეკაჰმა შეუტია იუდას, რადგან ახაზმა უარი თქვა ასურეთის წინააღმდეგ მოკავშირეობაზე. ესაიას წინააღმდეგობის გამო ახაზმა ასურეთს მიმართა. ესაიას გზავნილმა მისცა ნიშანი უახლოესი მომავლისთვის და წინასწარმეტყველება მესიის დაბადების შესახებ.[2]
ახაზის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი აუჯანყდა ასურეთს და მოკავშირეობდა ეგვიპტესთან. საპასუხოდ ასურეთის მმართველი სანხერიბი თავს დაესხა იუდას ძვ. წ. 701 წ. ხიზკიაჰუ პირველად დამარცხდა და იძულებული გახდა ხარკი გადაეხადა ასურეთისთვის (4 მეფეთა (2 მეფეთა) 18:14-16). მოგვიანებით ხიზკიაჰუ აჯანყდა სანხერიბის წინააღმდეგ. ხიზკიაჰუს ლოცვის საპასუხოდ, ღვთის ანგელოზი თავს დაესხა ასურელთა ჯარს, მოკლა 180 000 კაცი და განდევნა ასურელები იუდეიდან. ხიზკიაჰუს მეფობის დანარჩენი პერიოდი მშვიდობიანი იყო (ესაია 37).
მიზანი
ჩრდილოეთ სამეფოს დაცემით იუდა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. გაჰყვებოდა თუ არა ის ისრაელს განდგომაში, თუ ღმერთის ერთგული იქნებოდა? ესაიამ გააფრთხილა მსჯავრის შესახებ იუდას ცოდვისთვის. მან ხსნის დაპირებით გაამხნევა იუდა, თუ ის დაბრუნდებოდა აღთქმაში.
[1]ესაია 6:1. მეფე ყუზია გარდაიცვალა დაახლოებით 740 წ. ძვ. წ.
[2]ესაია 7:10-17 გვიჩვენებს, თუ როგორ იყო წინასწარმეტყველის გზავნილი მიმართული, როგორც მის თანამედროვეებისადმი, ასევე მომავალი თაობებისადმი. 735 წელს ძვ.წ,-ით ესაიამ უთხრა ახაზს, რომ სანამ იმ დღეს დაბადებული ვაჟი არჩევის ასაკს მიაღწევდა, სირია და ეფრემი (ჩრდილოეთის სამეფო) განადგურდებოდა. ეს ნაწილობრივ შესრულდა სირიის დაცემით ძვ.წ.-ის 732 წელს. და ჩრდილოეთის სამეფოს დაცემით ძვ.წ.-ის 722 წელს. ქალწულისგან შობილი „ემანუელის“ აღთქმის საბოლოო განხორციელება აღსრულდა მესიის, ანუ იესოს დაბადებით (მათე 1:20-23).
ესაიას მიმოხილვა
ესაიას ზოგჯერ „მინიატურულ ბიბლიად“ მიიჩნევენ. პირველი ოცდაცხრამეტი თავი (შეესაბამება ძველი აღთქმის ოცდაცხრამეტ წიგნს) გვიჩვენებს ღვთის სამართლიანობას იუდას და მის მიმდებარედ არსებული ერების განსჯისას. ვინაიდან ღმერთი წმინდა ღმერთია, მას არ შეუძლია უგულებელყოს ცოდვა. ბოლო ოცდაშვიდი თავი (შეესაბამება ახალი აღთქმის ოცდაშვიდ წიგნს) ანუგეშად იუდას მომავალში მესიას პირდება.
წიგნი, რომელიც მოიცავს სამოც წელს, ოთხ მეფეს, ორ დიდ იმპერიას (ასურეთი და ბაბილონი) და ასობით წლის მოვლენებს წინასწარმეტყველებს, რთულია შეაჯამო რამდენიმე აბზაცში. ესაიას კითხვისას, ეს მონახაზი მთელი წიგნის განმავლობაში დაგეხმარებათ. თემების ეს შეჯამება მნიშვნელოვან აზრებს მოგაწვდით, რომლებსაც შეგიძლიათ გაჰყვეთ.
ესაიას სქემა, ანუ მოკლე მონახაზი
(1) წინასწარმეტყველებები სამსჯავროს შესახებ (ესაია 1–35)
აქცენტი სამსჯავროზე
უპირველეს ყოვლისა, ესაიას დროის მეამბოხე ხალხის მიმართ იყო
გაფრთხილება, რომ ასურეთი დაამარცხებდა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს
გზავნილები მრავალი ერის განკითხვაზე, მათ შორის ისრაელის, ასურეთის, ბაბილონის, ფილისტიმელების, მოაბის, დამასკოს, ქუშის, ეგვიპტის, ედომის, იუდეისა და ტვიროსის სამსჯავროებზე
ხსნა ერთგულთათვის (ესაია 35)
(2) ისტორიული ინტერლუდია, ანუ ჩანართი (ესაია 36–39)
სანხერიბის საფრთხე და ღვთის ხსნა (ესაია 36–37)
სანხერიბის ამბით სრულდება ესაიას 1–35 თავების ასურული აქცენტი. ეს ხდება ძვ. წ.-ის 701 წ. და გვაჩვენებს, რომ ღმერთის რწმენას მოაქვს ღვთის კურთხევა.
ხიზკიაჰუს ავადმყოფობა და სასწაულებრივი გამოჯანმრთელება (ესაია 38)
მომავალი მსახური უზრუნველყოფს გამოსყიდვას (ესაია 49–55)
ღმერთი აღადგენს ყველას, ვინც აღთქმის ერთგულია (ესაია 56–66)
მნიშვნელოვანი თემები ესაიაში
ნატამალი
ღმერთი შეინახავს ნატამალს, რომელიც ერის განდგომის მიუხედავად, ღვთის ერთგულია (ესაია 1:9). ესაიამ თავის ერთ-ერთ ვაჟს დაარქვა „შეარ-იაშუბი“, როგორც წინასწარმეტყველური გზავნილი, რომ ღმერთი გადასახლების შემდეგ იერუსალიმში დააბრუნებდა ერთგულ ნატამალს (ესაია 7:3; 10:20-21).[2]
ღმერთი, ისრაელის წმიდა
წინასწარმეტყველური მსახურების დასაწყისში ესაიამ იხილა „უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი“. ღმერთი გარშემორტყმული იყო სერაფიმებით, რომლებიც გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” (ესაია 6:1-8). ამ ხილვამ შეცვალა ესაიას ცხოვრება და მსახურება. ესაიამ ოცდაცხრაჯერ გამოიყენა გამოთქმა „ისრაელის წმიდა“, სახელი, რომელიც აჩვენებს ღვთის სიწმინდეს.[3] ესაიას გზავნილის მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ისრაელი სამსჯავროს წინაშე დგას, რადგან მათ უგულებელყვეს ღმერთის სიწმიდე, რომლზეც ამბობდნენ, რომ თაყვანს სცემდნენ.
ისრაელის წმიდის უზენაესობა ჩანს მის მიერ ისრაელის მტრების განკითხვაში. ღმერთმა უთხრა ესაიას დაერქმია თავისი ერთ-ერთი ვაჟისთვის „მაჰერ შალალ ხაშ ბაზი“, სახელი, რომელიც წარმოადგენდა იუდას მტრების მყისიერ სასჯელს (ესაია 8:1-3). იუდას გასაკვირად, ღმერთის უზენაესობა ასევე ვლინდება იუდას დასჯაშიც მისი განდგომის გამო.
საბოლოოდ, ისრაელის წმიდა აღადგენს თავის ხალხს. ესაიამ იწინასწარმეტყველა (იხილა) დღე, როცა ღვთის ხალხს აღარ ერქმეოდა „მიტოვებული“, არამედ „ჩემი სასურველი“. მან იწინასწარმეტყველა დღე, როდესაც ქვეყანას აღარ ერქვა "უკაცრიელი", არამედ "გათხოვილი” (ესაია 62:4). განდგომილი ერის ნაცვლად იუდას „წმინდა ხალხი“ დაერქმევა; გადასახლების ნაცვლად ისინი იქნებიან „უფლის მიერ გამოსყიდულნი“; უარყოფილის ნაცვლად, „მოძებნილნი“; მიტოვებულის ნაცვლად იერუსალიმს დაერქმევა „მიუტოვებელი ქალაქი” (ესაია 62:12).
მესიის მოსვლა
მომავალ მესიაზე აქცენტის გაკეთების გამო, ესაიას ზოგჯერ „მეხუთე სახარებად“ მოიხსენიებენ. ესაია წინასწარმეტყველებს, რომ მესია გამოისყიდის იუდას და ყველას, ვინც მას რწმენით მიმართავს. თავისი პირველი ქადაგებისას ნაზარეთში, იესომ წაიკითხა ესაია და განაცხადა, რომ წინასწარმეტყველის მიერ აღთქმულის შესასრულებლად მოვიდა (ლუკა 4:16-30; ესაია 61:1-2 და 58:6).
ესაიას ბოლო მონაკვეთში წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებს მესიის, ღვთის ცხებულის მოსვლას. ის ქალწულისგან დაიბადება (ესაია 7:14).; ის შეჭირვებულებს მოემსახურება (ესაია 61:1-3).; ის დაიტანჯება კაცობრიობის გამოსასყიდად (ესაია 52:13 – 53:12).; ერთ დღეს ის დიდებით იმეფებს (ესაია 60–66). მესიის წყალობით ღვთის ხალხის მომავალი ნათელია, მიუხედავად მათი ამჟამინდელი მდგომარეობისა.
[1]ესაია 38:6 გვაჩვენებს, რომ ესაია 38–39 თავების მოვლენებს ადგილი ჰქონდათ took ესაია 36–37 თავებში მომხდარ მოვლენებამდე. წიგნის თანმიმდევრობა, ალბათ, გამიზნულია ესაიას თემატური სტრუქტურის ხაზგასასმელად. ესაიას 36–37 თავებში მთავრდება ასურული აქცენტი; ესაიას 38–39 თავებში იწყება ბაბილონის ხაზგასმა. წინასწარმეტყველურ წიგნებში გავრცელებულია არაქრონოლოგიური სტრუქტურა.
ზოგიერთი ბიბლიური კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს წიგნი მხოლოდ ესაიას არ დაუწერია. ამბობენ, რომ ესაია 1-39 თავები თვითონ ესაიას მიერ იყო დაწერილი, ხოლო 40-66 თავები დაწერილია მეორე ავტორის მიერ, რომელიც ცხოვრობდა ესაიას შემდეგ 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ. ისინი ამ ავტორებს „იერუსალიმელ ესაიას“ და „მეორე ესაიას“ უწოდებენ. ეს კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ახალი აღთქმისმიერ დამოწმებას ესაიაზე, როგორც ავტორზე. ევანგელისტებს სჯერათ, რომ ღმერთმა მთელი წიგნი თავის წინასწარმეტყველს, ესაიას გაუცხადა. ამ ცხრილში ნაჩვენებია კრიტიკოსთა არგუმენტები და მახარებლების პასუხები.
პრობლემა
ლიბერალ კრიტიკოსების შეხედულებები
ევანგელისტების შეხედულებები
ესაია მსახურობდა ძვ. წ.-ის 740-680 წწ. ის ახსენებს გადასახლებიდან დაბრუნებას, რომელიც დაიწყო ძვ. წ.-ის 538 წ. ის კიროსს სახელით მოიხსენიებს 44:28-სა და 45:1-ში.
ვინაიდან კიროსი ესაიას სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ ცხოვრობდა, წინასწარმეტყველს ვერ იწინასწარმეტყველებდა მომავალ მმართველზე.
ღმერთმა ესაიას მომავალი განუცხადა - სპარსეთის მომავალი მმართველის კიროსის სახელის ჩათვლით.
ესაიას 1–39 თავები ძირითადად ასურეთსა და განკითხვას ეხება. ესაიას 40–66 თავები ძირითადად ბაბილონსა და ხსნას ეხება.
ავტორს არ ექნებოდა ასეთი მკვეთრი კონტრასტი თავის ნაწერში. ესაიას 40-66 თავები სხვა ავტორის მიერ უნდა იყოს დაწერილი.
ესაია მიმართავდა როგორც მის უშუალო მსმენელებს (ცოდვის დაგმობა) ასევე მომავალ მკითხველებს (აღდგენა ერთგულებისთვის). ეს არის დიდი კონტრასტის მიზეზი.
ესაიას 40–66 თავებში გამოყენებული ენა (განსაკუთრებით „ნუგეშის“ ენა) არ არის გამოყენებული ესაიას 1–39 თავებში.
ენის განსხვავება სხვა ავტორზე მიგვანიშნებს.
1–39 და 40–66 თავების სხვადასხვა თემები სხვადასხვა ენას მოითხოვს. თუმცა, ტერმინი, მაგალითად როგორიცაა „ისრაელის წმიდა“ გამოყენებულია წიგნის ორივე ნაწილში.
ესაიას მთელი წიგნის ავტორად აღიარების მიზეზები:
ესაიას 1:1 ავტორად ასახელებს ესაიას, ამოცის ძეს.
ესაიას ყველა ადრეული ებრაული ასლი წარმოაჩენს მას, როგორც ერთ წიგნს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ესაიას 1–39 და 40–66 თავები ოდესმე განიხილებოდა როგორც ორი ცალკეული წიგნი.
ესაია ოცჯერ არის ნახსენები ახალ აღთქმაში. ეს ციტატები აღებულია ესაიას ორივე ნაწილიდან და მათში ესაია მოიხსენიება, როგორც მთელი წიგნის ავტორი.[1]
[1]მაგალითები მოიცავს მათეს 3:3, საქმეების 8:28 და რომაელთა 9:27-29. იოანეს 12:38-41 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იოანე ციტირებს ესაიას 6:10 და 53:1 მომდევნო მუხლებში. იოანე ორივე ციტატას ესაიასგან მომდინარედ მიიჩნევს.
ესაია გველაპარაკება დრეს
ესაიას გზავნილი ისეთივე აქტუალური იყო მის დღეებში, როგორც ჩვენს დღეებშია. ერს, რომელიც არჩევნის წინაშე დგას, გაჰყოლოდა ისრაელს განდგომილებაში, თუ ღვთის ერთგული დარჩენილიყო, ესაია ელაპარაკა იმ სასჯელზე, რომელიც მოვიდოდა მათზე, ვინც ღმერთის მიმართ ორგული იყო. მან გააფრთხილა იუდაც და სხვა ერებიც, რომ ისრაელის წმიდას არ შეუძლია ცოდვის იგნორირება. დღევანდელ ყველაფრის დმშვებ კულტურაში უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სჯის ცოდვას.
ერს, რომელიც მალე ბაბილონის ტყვეობაში მოექცეოდა, ესაიამ უამბო ღვთის კურთხევაზე იმ ხალხისთვის, რომელიც ღვთის ერთგული რჩება. ქრისტიანებისთვის დღეს არსებული საფრთხეების წინაშე უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი პატივს მიაგებს მათ, ვინც ერთგული რჩება. ის ჰპირდება, რომ მოუსმენს და აღადგენს მათ, ვინც მოინანიებს. ესაია ძლიერად საუბრობს 21-ე საუკუნის საჭიროებებზე.
დასკვნა: ესაია ახალ აღთქმაში
ესაია ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია, რომელიც ყველაზე ხშირად არის ციტირებული ახალ აღთქმაში. ესაიას თემები, რომლებიც გამოიყენება ახალ აღთქმაში, მოიცავს:
იოანე ნათლისმცემელი ხმა მღაღადებლისა უდაბნოში (ესაია 40:3; მათე 3:3)
იესოს შობა ქალწულის მიერ (ესაია 7:14; მათე 1:23)
იესოს მიერ იგავების გამოყენება (ესაია 6:9-10; მათე 13:13-15)
იესოს მსახურება წარმართების მიმართ (ესაია 9:1-2 და 61:1-3; მათე 4:13-16 და ლუკა 4:14-21)
ერების მოქცევა (ესაია 11:10 და 65:1; რომაელთა 15:12 და 10:20)
სახარების დამწერები, იესოს მთელი მსახურების განმავლობაში, მიიჩნევდნენ იესოს ესაიას წინასწარმეტყველებების აღსრულებად. ღმერთის აღთქმები, რომ აღადგენდა და გამოისყიდიდა თავის ხალხს, ნაწილობრივ შესრულდა ბაბილონიდან დაბრუნების დროს; ეს აღთქმები უფრო სრულად შესრულდა იესო ნაზარეველის გამოსყიდვის საქმით. საბოლოოდ და სრულად აღსრულებას ვიხილავთ, როდესაც ღვთის ოჯახი კვლავ გაერთიანდება თაყვანისცემაში ღვთის ტახტის გარშემო.
მე-9 გაკვეთილის დავალებები
მოახდინეთ ამ გაკვეთილში მოცემული მასალის სწორად აღქმის და გაგების დემონსტრირება შემდეგი დავალების შესრულებით:
(1) აირჩიეთ შემდეგი დავალებებიდან ერთ-ერთი:
ვარიანტი 1: ჯგუფური დავალება
განიხილეთ იესოს აღწერა ესაიას 53-ე თავში. წარმოაჩინეთ, როგორ აღასრულა იესომ ეს წინასწარმეტყველებები. დაწერეთ თქვენი ჯგუფის დისკუსიის მოკლე შეჯამება.
ვარიანტი 2: ინდივიდუალური დავალება
ესაიას წიგნის კითხვისას, შეადგინეთ წინასწარმეტყველებების სია მომავალი მესიის შესახებ. ჩამოთვალეთ ადგილები ესაიას წიგნიდან, რომლებიც შეიცავს მესიანურ წინასწარმეტყველებას, ხოლო შემდეგ ჩამოთვალეთ ადგილები ახალი აღთქმიდან, სადაც ნაჩვენებია წინასწარმეტყველებების აღსრულება.
(2) გაიარეთ ამ გაკვეთილის ტესტი. ტესტი მოიცავს საზეპირო მუხლებს წმიდა წერილებიდან.
მე-9 გაკვეთილის ტესტი
(1) რომელი ფრაზიდან ჩანს, რომ წინასწარმეტყველებს ღვთის სიტყვა მოჰქონდათ და არა საკუთარი გზავნილი?
(2) ________ სახელის გამოყენება წინასწარმეტყველების აღსაწერად გვიჩვენებს, რომ ღმერთმა მომავალი ჭეშმარიტება გაუმხილა თავის წინასწარმეტყველებს.
(3) ჩამოთვალეთ სამი თემა, რომლებიც გვხვდება წინასწარმეტყველურ წიგნებში.
(4) უფლის დღე მოიცავს სამ ასპექტს. Რა ასპექტებია ეს?
(5) იუდას რომელი ოთხი მეფის დროს მსახურობდა ესაია?
(6) დაასახელეთ ესაიას წიგნის ორი მიზანი.
(7) ვინ არის ნატამალი ესაიას წიგნში?
(8) ღვთის რომელი სახელია გამოყენებული ესაიაში ღვთის სიწმინდისა და უზენაესობის საჩვენებლად?
(9) ჩამოთვალეთ სამი მიზეზი, რატომ უნდა ვაღიაროთ ესაია, ესაიას მთელი წიგნის ავტორად.
(10) დაასახელეთ ახალ აღთქმაში გამოყენებული ესაიას ორი განსახიერება.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.