იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ? პეტრემ მიუგო: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.” იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას” (მათეს 16:15-18). ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღე პეტრეს ცხოვრებაში.
[1] ცოტა ხნის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს გაუმხილა, რომ ის იერუსალიმში წამებით უნდა მომკვდარიყო. როდესაც პეტრემ უსაყვედურა მას, იესომ უპასუხა: „გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის (მათეს 16:23). სიტყვა "საცდური" ნიშნავს "დაბრკოლების ლოდს". იესომ პირველად უწოდა პეტრეს „კლდე“; ახლა მან მას "დაბრკოლების ლოდი" უწოდა. ეს იყო ბნელი დღე პეტრეს ცხოვრებაში.
პეტრეს ისტორია კიდევ უფრო ბნელდება იესოს შეპყრობის ღამეს. მისი დაპირების მიუხედავად, რომ არასოდეს მიატოვებდა თავის მოძღვარს, პეტრემ უარყო იესო და შიშით გაიქცა. „კლდე" ჩავარდა, განსაცდელების დროს.
ასეთი წარუმატებლობის შემდეგ, სახარების მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ პეტრეს არასოდეს ექნება რაიმე როლი ეკლესიაში. ჩვენდა გასაკვირად, პეტრე ხდება ადრეული ეკლესიის ლიდერი. რამ მოიტანა ასეთი დრამატული ცვლილება? პასუხი არის სულთმოფენობა.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო დაპირდა მოწაფეებს: „არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე” (საქმეების 1:8). ეს დაპირება სრულდება საქმეების მე-2 თავში. მოწაფეები აღივსებიან სულიწმიდით და იწყებენ ქადაგებას. სულიწმიდის ძალით 3000 ადამიანი მობრუნდა პირველ სულთმოფენაზე.
პეტრე გარდაიქმნა სულთმოფენობის დროს. "დაბრკოლების ლოდი" იქცა "კლდედ", რომელიც ხელმძღვანელობდა ეკლესიას მის გადამწყვეტ პირველ დღეებში. სიმონ პეტრე მახარებლობდა მთელს რომის იმპერიაში, დაწერა ახალი აღთქმის ორი წერილი და დასასრულს ის ჯვარს აცვეს რწმენის გამო.
რამ მოიტანა ეს ცვლილება? სულიწმიდის გარდამქმნელი ძალით, გალილეველი მეთევზე გახდა ლიდერი პირველი საუკუნის ეკლესიაში. პეტრემ შეიტყო, რომ იყო წმიდა, ნიშნავს სულიწმიდით სისავსეში ცხოვრებას.
► სთხოვეთ თქვენი კლასის წევრებს, დაამოწმონ სულიწმიდის მეშვეობის გარდაქმნაზე, მათ ცხოვრებაში. როგორ გაძლევთ სული ძალას მსახურებისთვის, ცოდვაზე გამარჯვებისთვის და სიხარულისთვის ქრისტიანულ ცხოვრებაში?
პეტრე არ იყო ერთადერთი მოწაფე, რომელიც შეიცვალა სულთმოფენობის დროს. ყოველი მოწაფე გარდაიქმნა სულიწმიდის მიერ. ეჭვიანი (ურწმუნო) თომა ერთგული მისიონერი გახდა. „ჭექა-ქუხილის ძე" გახდა "სიყვარულის მოციქული.” იესოს მიმდევრები შეშინებული მოწაფეებიდან გადაიქცნენ სახარების ძლიერ ძალად. საქმეების წიგნი გვიჩვენებს სულიწმიდის გავლენას ამ პირველ მორწმუნეებზე. ადრეული ეკლესია ეფექტური იყო არა მოციქულთა არაჩვეულებრივი ნიჭების გამო, არამედ სულიწმიდის არაჩვეულებრივი ძალის გამო. მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ წმიდა ცხოვრება სულიწმიდის სისავსეში ცხოვრებაა.
აღთქმული სულიწმიდა
რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი რამ, რაც მოწაფეებს ოდესმე მოუსმენიათ იესოსგან: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე” (იოანეს 16:7). ამ მოწაფეებმა ყველაფერი მიატოვეს, რათა იესოს გაყოლოდნენ. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც იესომ თქვა: „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.”
უკანასკნელ სერობაზე იესომ აუხსნა, თუ როგორ მოემსახურება სული მორწმუნეებს. სულიწმიდა იქნება:
იქნება ნუგეშისმცემელი (იოანეს 14:16-17)
იქნება მასწავლებელი (იოანეს 14:26)
ძის მოწმე (იოანეს 15:26)
ქვეყნიერების გამსამართლებელი (იოანეს 16:7-11)
მთელი ჭეშმარიტების განმცხადებელი (იოანეს 16:13-15)
აღდგომის შემდეგ იესომ გაიმეორა დაპირება სულიწმიდის მოვლინების შესახებ:
შეკრიბა ისინი და დაავალა: "იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ; რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით”... არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე” (საქმეების 1:4-8).
იესოს მიწიერი მსახურება არ დასრულებულა ჯვარცმით, ცარიელი სამარხით ან თუნდაც ამაღლებით. იესოს მსახურება შესრულდა სულთმოფენობით. იესოს მსახურების განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომ „ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით” (ლუკას 3:16). სულიწმიდის საჩუქარი იყო იესოს მიწიერი მსახურების კულმინაცია.
სულიწმიდა მიღებულია
საქმეების წიგნში, სულიწმიდა აძლევდა ეკლესიას მსახურების უფლებამოსილებას. სულთმოფენობის დროს აღთქმა ნუგეშისმცემელზე შესრულდა. ამის შემდეგ სულიწმიდა განუწყვეტლივ იმყოფებოდა ეკლესიაში. ნიშნები, რომლებიც თან ახლდა სულის მოსვლას, აჩვენებდა მის მსახურებას მორწმუნეების მიმართ.
პირველი, „ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო” (საქმეების 2:2). ეს მიუთითებს სულის მოსვლის ძალაზე. საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ სულიწმიდის ძალას, რომელიც მოქმედებს მორწმუნეების მეშვეობით. სულთმოფენობის შემდეგ ეკლესია ახალი ძალითა და ეფექტურობით მსახურობდა. სულიწმიდა მოქმედი იყო მსოფლიოში სულთმოფენობამდეც.[1] მაგრამ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმიდის ძალა მუდმივად იმყოფებოდა ეკლესიის მსახურებაში.
მეორე, „გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე” (საქმეების 2:3). წმიდა წერილში ცეცხლი ხშირად წარმოადგენს სიწმიდეს. სულიწმიდის ნიშანი იყო წმიდა გული. პეტრემ იერუსალიმის კრებას დაუმოწმა, წარმართებს შორის ღვთის მოქმედების შესახებ:
გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის, რადგან რწმენით განწმიდა მათი გულები (საქმეების 15:8-9).
მესამე, ზედა ოთახში მყოფებმა „იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ” (საქმეების 2:4). ამან მოწაფეები აღჭურვა ყველა ერისთვის საქადაგებლად. სულიწმიდის ძალით მოწაფეები შეასრულებდნენ ქრისტეს დიდ დავალებას. ბაბილონში ღმერთმა მსჯავრი დასდო ცოდვას, ხალხის ენების აღრევით. სულთმოფენობისას ღმერთმა დაუშვა თითოეულ მსმენელს, მოესმინა სახარება „თავის ენაზე.” სულთმოფენობაზე ღმერთმა დაიწყო ცოდვის გამყოფი ეფექტების შემობრუნება. სულთმოფენობის ენები წარმოადგენს ღვთის დაპირებას, რომ სახარება მიაღწევს ყველა ერს და ყველა ხალხს სულიწმიდის ძალით, რომელიც მუშაობს ეკლესიის მეშვეობით.
სულთმოფენობით მოწაფეებმა საბოლოოდ გაიგეს, რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: „თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე.” სულიწმიდა არ ყოფილა იესო ქრისტეს „მეორე უკეთესი“ შემცვლელი. მაშინ როდესაც ხორციელად იესოს შეეძლო მხოლოდ ერთ ადგილას ყოფილიყო, სულიწმიდას შეუძლია ყველგან იყოს. სულიწმიდა მოწაფეებს აძლევდა ძალას, შეესრულებინათ იესოს დიდი დავალება. სულიწმიდა ქრისტიანებს აძლევს ძალას იცხოვრონ წმიდა ცხოვრებით, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის იქნება მოწმობა.
[1](სულიწმიდის მოქმედების მაგალითები ძველ აღთქმაში მოიცავს: დაბადების 1:2; დაბადების 6:3 ; გამოსვლის 31:3 ; რიცხვთა 11:25-29 ; მსაჯულთა 3:10 ; 6:34 ; 13:25 ; 1 მეფეთა 10:6-10; 2 ნეშტთა 28:12 ; ნეემიას 9:20 ; ესაიას 63:10-14 ; ზაქარიას 4:6-9.
სიწმიდე ადრეულ ეკლესიაში: ცხოვრება სულის სისრულეში
საქმეების წიგნი გვიჩვენებს სულიწმიდის მოქმედებას თითოეული მორწმუნის ცხოვრებაში. სულიწმიდის წყალობით ქრისტიანებს ჰქონდათ დამოწმების ძალა, (საქმეების 1:8). გამბედაობა წინააღმდეგობის წინაშე, (საქმეების 4:31). გამარჯვება განზრახ ცოდვაზე (რომაელთა 8:2). და სულიერი ნიჭები მსახურებისთვის (საქმეების 2:17-18; 1 კორინთელთა 12:7-11). ადრეული მორწმუნეები წმიდები იყვნენ, რადგან ისინი სულიწმიდის სისავსით ცხოვრობდნენ.
საქმეების წიგნი გვიჩვენებს, რომ ადრეული ეკლესია ასრულებს იესოს მოწოდებას, მოიმოწაფოს ყველა ერი, მის მოწოდებას „იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ და მის დაპირებას, რომ „[საქმეებს] მათზე დიდსაც გააკეთებს.” ეს გაკეთდა სულიწმიდის ძალით. საქმეების წიგნი გვიჩვენებს სულიწმიდის ყოფნის შედეგებს ამ ადრეული მორწმუნეების ცხოვრებაში.
ძალა მსახურებისთვის
ისევე, როგორც იესო იყო „სულიწმიდით აღვსილი“, როდესაც სატანას დაუპირისპირდა, (ლუკას 4:1). ასევე პეტრეც „აღივსო სულიწმიდით“, როდესაც ებრაელ ხელისუფლებას დაუპირისპირდა (საქმეების 4:8). ლუკა აღწერს პეტრეს ცხოვრებას იმავე ფრაზით, რომელიც გამოიყენა იესოს ცხოვრების აღწერისას. სულის მოქმედება, რომელიც ჩანდა იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში, ახლა ყველა მორწმუნის პრივილეგია გახდა.
სულთმოფენობის დღეს ეკლესიას უფრო მეტი მორწმუნე შეემატა, ვიდრე იესო ქრისტეს მთელი მიწიერი მსახურების დროს. სულიწმიდის მეშვეობით მოწაფეები მსახურებოდნენ ძალითა და უფლებამოსილებით. სასწაულებრივმა განკურნებებმა აჩვენა ღმერთის ძალა ურწმუნო ქვეყნიერებას. ხალხი „გაკვირვებითა და განცვიფრებით აღივსნენ“ და „გაკვირვებული მისცვივდა მათ” (საქმეების 3:10-11). როდესაც მოციქულები სულიწმიდის სისრულეში მსახურობდნენ, მათი მსახურება ღვთაებრივი ძალით გამოირჩეოდა. სულიწმიდის ძალით მოციქულებს შეეძლოთ შეესრულებინათ იესოს დავალება: „დაიმოწაფეთ ყველა ხალხი” (მათეს 28:19).
სულიერი გაბედულება
მოციქულები გაბედულები იყვნენ სახარების ქადაგებაში
[1] სულიწმიდის გარდამქმნელი ძალა ნათლად ჩანს მთელს საქმეების წიგნში. მოწაფეები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე გაიქცნენ იესოს დაპატიმრების ადგილიდან, ახლა გაბედულად ქადაგებდნენ.
სულთმოფენობიდან მალევე რელიგიურმა წინამძღოლებმა პეტრე და იოანე დააპატიმრეს. მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე პეტრემ უარყო ქრისტე. ახლა კი „სულიწმიდით აღვსილი პეტრე“ გაბედულად ქადაგებს. რელიგიური წინამძღოლები „გააკვირვა“ ამ „უწიგნური და მდაბიო ადამიანების“ სიტყვებმა” (საქმეების 4:2-13).
სულიწმიდით ავსებით, მოციქულები გაბედულნი ხდებოდნენ, რომ ექადაგათ ძალითა და ცხებულებით. შეშინებული მეთევზეების, მებაჟეებისა და უბრალო მუშების ჯგუფიდან მოწაფეები გახდნენ „ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი” (საქმეების 17:6).
მოციქულები გაბედულები იყვნენ დევნის წინაშე
წინააღმდეგობის გაწევისას მოციქულები ლოცულობდნენ არა დევნისგან განთავისუფლებისთვის, არამედ გაბედულებისთვის, რომ ექადაგა ქრისტე, მიუხედავად დევნისა. „ახლა კი, უფალო, შეხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა ….” შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას” (საქმეების 4:29-31).
ეკლესიაში სულიწმიდის მოქმედების უტყუარი ნიშანი იყო სახარების ქადაგების გამბედაობა წინააღმდეგობის მიუხედავად. პირველი საუკუნის ბოლოს სახარება ზედა ოთახში მყოფი 120 კაციდან, რომის იმპერიის ყველა კუთხის ქალაქებამდე გავრცელდა.
გამარჯვებული ცხოვრება
ყველა თაობაში ქრისტიანები დგანან ცდუნების წინაშე, იყვნენ „კვირა დღის ქრისტიანები“ - ადამიანები, რომლებიც დადიან ეკლესიაში, მაგრამ რომელთა ცხოვრება არ აჩვენებს ღრმა და ხანგრძლივ ცვლილებებს. ადრეული ეკლესია სულიწმიდის ძალით გარდაიქმნა ცხოვრების ყველა სფეროში.
ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანების ბრძოლას, რომლებსაც სურდათ აღთქმის დაცვა, მაგრამ ისინი ხვდებოდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ ამის გაკეთებას, ვინაიდან მათ გაყოფილი გულები ჰქონდათ. მეფსალმუნემ აღწერა ისრაელიანები: „მტკიცე არ ყოფილა მათი გული და მის აღთქმას არ უერთგულეს” (ფსალმუნის 77:37).
ეზეკიელის მეშვეობით ღმერთმა აღუთქვა დღე, როდესაც მისი ხალხი გარდაიქმნებოდა.
ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ (ეზეკიელის 36:26-27).
სულთმოფენობამდე მოწაფეები იგივე მაგალითს მიჰყვებოდნენ, როგორც ისრაელის შვილები. მათ სურდათ გაჰყოლოდნენ ქრისტეს, მაგრამ გამუდმებით ვერ ახერხებდნენ ამას. ისინი ეჭვობდნენ; იბრძოდნენ პოზიციისთვის; შიშით გაიქცნენ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე კი, ეზეკიელის მიერ წარმოთქმული დაპირება შესრულდა. მოწაფეებს ძალაუფლება მიეცა სულიწმიდის მიერ, ეცხოვრათ გამარჯვებული ცხოვრებით. ნახევრად მორჩილების ნაცვლად, ისინი სიხარულით დადიოდნენ ღვთის რჯულის მორჩილებაში. სულიწმიდის მეშვეობით გამარჯვებული ცხოვრება ნორმად იქცა ღვთის ხალხისთვის.
სახელმძღვანელო მსახურებისთვის
სულთმოფენობამდე ამბიცია და შიში აკონტროლებდა მოწაფეებს. მათი მცდელობები, ემსახურათ იესოსთვის, შეზღუდული იყო, მათი პირადი ნაკლოვანებებით. სულთმოფენობის შემდეგ სულიწმიდა მოციქულებს ეფექტურ მსახურებაში შეუძღვა.
სულიწმიდა ხელმძღვანელობდა ეკლესიას რთულ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენდა ებრაელ და წარმართ ქრისტიანებს შორის ურთიერთობებზე (საქმეების 10-11; 15). სულიწმიდა ხელმძღვანელობდა ეკლესიაში ლიდერების შერჩევას (საქმეების 13:2-3). სულიწმიდამ მიიყვანა პავლე მაკედონიაში (საქმეების 16:6-10). სულიწმიდამ მომართა პავლე, რომ დაბრუნებულიყო იერუსალიმში, მიუხედავად დაპატიმრების საფრთხისა (საქმეების 19:21; 20:22-23). ადრეული ეკლესიის მსახურებას სულიწმიდა ხელმძღვანელობდა.
ერთობა
შესაძლოა, ადრეულ ეკლესიაში სულიწმიდის მოქმედების ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება იყოს მორწმუნეთა ერთობა. თავის მღვდელმთავრულ ლოცვაში იესო ლოცულობდა ეკლესიის ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა:
… რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე (იოანეს 17:22-23).
იესოს ლოცვას პასუხი გაეცა სულთმოფენობისას. საქმეების 2:42 აჩვენებს ამ ერთობას ეკლესიის ცხოვრებაში: მოციქულთა სწავლებისადმი ერთგულება, თანაზიარება, უფლის სერობის აღნიშვნა და ლოცვა. ეს ერთობა ეკლესიის წევრების ერთმანეთზე ზრუნვაში ჩანდა. ლუკამ დაამოწმა, რომ „არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული“, რადგან ქრისტიანები ზრუნავდნენ ერთმანეთის მატერიალურ საჭიროებებზე (საქმეების 4:34).
ლუკა ექვსჯერ იყენებს ფრაზას „ერთიანი“ ეკლესიის ერთობის აღსაწერად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანები ყველაფერზე შეთანხმდნენ. სერიოზული პრობლემები ემუქრებოდა ეკლესიას გაყოფით. ებრაელი და წარმართი მორწმუნეები ვერ თანხმდებოდნენ მოსეს რჯულის გარშემო (საქმეების 15:1-29). პავლეს და ბარნაბას შორის უთანხმოება ჩამოვარდა მარკოზად წოდებული იოანეს თაობაზე (საქმეების 15:39-40). მაგრამ განსხვავებების მიუხედავად, ეკლესია გაერთიანდა სულიწმიდის ძალით. როდესაც მორწმუნეები მიჰყვებოდნენ სულიწმიდის ხელმძღვანელობას, ეკლესია იყო შეკრული „ერთიანად.”
მე და შენ რომ გვენახა მოწაფეები იესოს დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს კაცები ოდესმე ეფექტური იქნებოდნენ მსახურებაში. ისინი შეშინებულები იყვნენ, შურდათ ერთმანეთის და ეჭვით სავსენი იყვნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ეს კაცები მთლიანად გარდაქმნილები იყვნენ. და რა მოხდა?
სულთმოფენობამდე მოწაფეები ცდილობდნენ ეცხოვრათ ქრისტეს მსგავსი ცხოვრებით საკუთარი ძალით - და ისინი არაერთხელ დამარცხდნენ. სულთმოფენობის შემდეგ მოწაფეები სულიწმიდის ძალით ცხოვრობდნენ. ეს არის წმიდა ცხოვრებისა და ეფექტური მსახურების საიდუმლო.
„ჩვენ არ ვართ აღვსილი სულიწმიდით რაიმე განსაკუთრებული საქმის შესასრულებლად, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთს მივცეთ საშუალება იმუშაოს ჩვენში“.
- ოსვალდ ჩემბერსი
სიწმიდე დღეს: ჩვენ ვართ წმიდანი, თუკი სულით ვართ აღვსილნი
ბევრი ქრისტიანი ცდილობდა ეცხოვრა წმიდა ცხოვრებით, საკუთარი ძალისხმევით - და ისინი დამარცხდნენ. ჩვენივე თვითდისციპლინის მეშვეობით შეიძლება გარკვეული ხნით შევინარჩუნოთ გამარჯვება გარეგნულ ცოდვაზე. ჩვენი ძალებით, შესაძლოა, დროებით შევიყვაროთ მოყვასი. თუმცა, მალე დავმარცხდებით, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა.
რატომ ვიბრძვით? იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ძალებით ვიცხოვროთ წმიდა ცხოვრების წესით. ქრისტიანული ცხოვრების საკუთარი ძალებით წარმართვის მცდელობა დამღლელია. ჩვენ ვიბრძვით ცოდვილ დამოკიდებულებებთან; ვებრძვით სრულყოფილი სიყვარულის ნაკლებობას; ვიბრძვით გაყოფილი გულით. ამის საპირისპიროდ, სულში ცხოვრება გამარჯვების უხვი ცხოვრებაა.
ღმერთს არასოდეს ჰქონდა განზრახული, რომ წმიდა ცხოვრებით გვეცხოვრა ჩვენი ძალისხმევით. მან შეგვქმნა, რათა გვეცოცხლა სულიწმიდის ძალით. ადრეულ ეკლესიაში წმიდა ცხოვრება მხოლოდ სულიწმიდის ძალით იყო შესაძლებელი. ჩვენი დროის ეკლესიაშიც, წმიდა ცხოვრება მხოლოდ სულიწმიდის ძალით არის შესაძლებელი. ის მახასიათებლები, რომლებიც აღნიშნავდა ადრეულ ეკლესიას, დღევანდელი ეკლესიისთვისაც დამახასიათებელი იქნება, თუ სულიწმიდის სისავსით ვიცხოვრებთ. სულიწმიდის ძალით ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს წმიდა გული და წმიდა ხელები.
ძალა მსახურებაში, სულიერი გაბედულება, ცოდვაზე გამარჯვება და მორწმუნეებს შორის ერთობა - ეს ყველაფერი სულიწმიდის თანდასწრებიდან გამომდინარეობს. როდესაც ჩვენ სულით აღვსილნი ვართ, ჩვენ გვაქვს ძალა, ვიცხოვროთ უხვი ქრისტიანული ცხოვრებით, რომელსაც ღმერთი გეგმავს თავისი ხალხისთვის.
პავლეს წერილები გვიჩვენებს, რომ იყო წმიდა, ნიშნავს იყო ქრისტეს მსგავსი. იყო წმიდა ნიშნავს იფიქრო, ილაპარაკო და იმოქმედო ისე, როგორც ამას ქრისტე გააკეთებდა. ეს მშვენიერი იდეალია, მაგრამ ჩვენ სწრაფად ვხვდებით, რომ ჩვენი ძალით არ შეგვიძლია ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ ან მოვიქცეთ ქრისტეს მსგავსად.
[1] ზოგიერთი ქრისტიანი ტანსაცმელზე ატარებს WWJD სიმბოლოს. WWJD ნიშნავს „როგორ მოიქცეოდა (იმოქმედებდა) იესო?” ის გვახსენებს, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ ისე, როგორც იესო ცხოვრობდა; ჩვენ ქრისტეს მიმბაძველები (მიმდევრები) ვართ. თუმცა, ბევრად უფრო ადვილია WWJD სიმბოლოს ტარება, ვიდრე იესოს მაგალითით ცხოვრება. სულიწმიდის ძალის გარეშე, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თანმიმდევრულად მოვიქცეთ ისე, როგორც იესო მოიქცეოდა.
სიმაღლეში დაახლოებით 160 სანტიმეტრი ვარ და ვიწონი დაახლოებით 90 კილოგრამს. მე არ ვარ სპორტსმენი. წარმოიდგინეთ, თქვენ მითხარით: „საუკეთესო კალათბურთელი რომ იყო, მაიკლ ჯორდანივით უნდა ითამაშო. ყოველი სროლის წინ ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ იმოქმედებდა მაიკლ ჯორდანი?’” ეს რჩევა ვერ დამეხმარება! მაიკლ ჯორდანის უნარი არ მაქვს.
თუმცა, წარმოიდგინეთ, რომ მომეცა ის ნიჭები, რომლებსაც მაიკლ ჯორდანი ფლობს. წარმოიდგინეთ, რომ შემეძლოს – მაიკლ ჯორდანის სულით – გავაკეთო ის ყველაფერი, რასაც მაიკლ ჯორდანი აკეთებს. ახლა უკვე შესაძლებელი იქნებოდა ჩემთვის იმ დიდი კალათბურთელის მიბაძვა.
WWJD („როგორ მოიქცეოდა იესო?) საკმარისი არ არის. საკუთარ თავში არ გვაქვს იესოს მიბაძვის ძალა. თუმცა, სულიწმიდა, რომელმაც განამტკიცა იესოს მსახურება, ჩვენთვისაც ხელმისაწვდომია. სულის სისრულით მე და თქვენ შეგვიძლია გავხდეთ ქრისტეს მსგავსი. ეს არის სულიწმიდის გავლენა მორწმუნის ცხოვრებაზე.
სულიწმიდამ მისცა იესოს უფლებამოსილება ეცხოვრა გამარჯვებული ცხოვრებით და ქონოდა ნაყოფიერი მსახურება; სულიწმიდით ავსება იყო მოციქულთა გამარჯვებული ცხოვრებისა და ნაყოფიერი მსახურების საიდუმლო; სულიწმიდით სისავსე არის გამარჯვებული ცხოვრებისა და ნაყოფიერი მსახურების საიდუმლო დღესაც.
პავლე წერდა: „აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს” (გალატელთა 5:16). არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი: სულის მიერი სიარული ან ხორციელი გულისთქმების დაკმაყოფილება. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ძალით დავამარცხოთ ხორციელი გულისთქმები. დიახ, ჩვენ შეიძლება გავიმარჯვოთ ერთი დღით ან ერთი კვირით, მაგრამ ხორციელ გულისთქმებზე ხანგრძლივი გამარჯვების ერთადერთი გზა სულიწმიდისადმი მორჩილებაა.
► წაიკითხეთ რომაელთა 8:1—17.
რომაელთა მე-8 თავში სულით აღსავსე ცხოვრების დიდ შეჯამებაში პავლემ ერთმანეთს ორი გზა დაუპირისპირა - ხორცის მიხედვით და სულით ცხოვრება.
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
რომაელთა მე-7 თავში პავლე გვიჩვენებს თავის წარსულ ძალისხმევას, შეესრულებინა ღვთის რჯული საკუთარი ძალით. ეს მცდელობები ჩაიშალა. რატომ? რადგან „სხეულით ცოდვის რჯულის მონა ვარ” (რომაელთა 7:25).
რომაელთა მე-8 თავში პავლე ხარობს, რადგან: „ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის.” ჩვენ თავისუფალნი ვართ მსჯავრდადებისგან არა იმიტომ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი ცოდვის იგნორირება; ჩვენ თავისუფალნი ვართ მსჯავრდადებისაგან, „რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.” ჩვენ თავისუფალნი ვართ მსჯავრდადებისგან, რადგან ახლა სულში ვცხოვრობთ.
პავლე გვიჩვენებს, რომ ცხოვრების ორი გზა არსებობს. ცხოვრების პირველი გზა არის „ხორცში“ ცხოვრება. ეს არის ხორციელი გონება. ეს ხორციელი გონება „ღმერთისადმი მტრულია“. შეუძლებელია ხორციელად მცხოვრებმა ღმერთს ასიამოვნოს. ეს ხორციელი ცხოვრების გზა მხოლოდ სიკვდილამდე მიგვიყვანს: „რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია.”
ცხოვრების მეორე გზა არის გონება, რომელიც „სულზეა მომართული.” ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სულის მიხედვით, ასრულებს „რჯულის სამართლიან მოთხოვნას.” ჩვენ გვაქვს „სიცოცხლე და მშვიდობა“, რადგან „სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.”
რომაელთა მე-6 თავში პავლე ასწავლის, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ განზრახ ცოდვაზე. „ჩვენ, რომლებიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცხოვროთ მასში?” (რომაელთა 6:2). ჩვენივე ძალით შეუძლებელია განზრახ ცოდვაზე გამარჯვება. ჩვენ დავიბადეთ ცოდვისკენ მიდრეკილნი და ღმერთისგან დაშორებულები. როგორ შეგვიძლია შევასრულოთ რომაელთა მე-6 თავის მოთხოვნები? პასუხი მოცემულია რომაელთა მე-8 თავში. სულიწმიდის ძალით ჩვენ შეგვიძლია „მოვუკვდეთ ხორცის საქმეებს.” ჩვენ შეგვიძლია წმიდა ცხოვრებით ვიცხოვროთ, ღვთის სულის ჩვენში მოქმედების გამო.
რობერტ კოულმანი წერდა:
სულიწმიდით სისავსეში ცხოვრება დღეს ქრისტეს მიმდევრების ისეთივე პრივილეგიაა, როგორც იმ პირველი მოწაფეების, რომლებიც ზედა ოთახში დარჩნენ…. ყოვლისმომცველი, ქრისტეს სულის სიწმიდის რეალობა არის ახალი აღთქმის ქრისტიანობის საფუძვეელი.[2]
სულიწმიდის ძალა ადამიანში, რომელმაც სრულად დაუმორჩილა ღმერთს თავისი ნება, შესაძლებელს ხდის წმინდა ცხოვრებას. სულიწმიდის გარეშე ქრისტეს მსგავსება შეუძლებელია. სულიწმიდა გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ წმიდა ცხოვრებით.
წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იხილა ოქროს სასანთლე და ორი ზეთისხილის ხე. ფიალა უზრუნველყოფდა ზეთის მუდმივ მარაგს შვიდი ლამპარისთვის. ანგელოზმა აუხსნა ხილვის მნიშვნელობა. ზერუბაბელს, იუდას მმართველს, დაევალა ტაძრის აღდგენა. ეს უზარმაზარი ამოცანა მთას ჰგავდა. ღმერთი დაპირდა, რომ დავალება შესრულდებოდა „არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით.” სულის მეშვეობით მთა მოსწორდებოდა (ზაქარიას 4:6‑7).
ანალოგიურად, თანამედროვე ქრისტიანი მუდმივად სულიწმიდით უნდა ივსებოდეს. პავლემ მოუწოდა ეფესელ ქრისტიანებს, „აღივსენით სულით” (ეფესელთა 5:18). ეს მოწოდება არის აწმყო დრო; ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების რეგულარული მაგალითი. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მის მიერ უნდა კონტროლდებოდეს. ჩვენ განვიცდით წმიდა ცხოვრების სიხარულს, როდესაც ვცხოვრობთ სულით სისავსეში.
„სულო წმიდაო, გთხოვ, ამავსე პირთამდე. ბევრს ვერ დავიტევ, მაგრამ შემიძლია ბევრში გადავღვარო.”
- დოქტორი დევიდ ბუბის ციტატა
[2]Robert E. Coleman, The Mind of the Master (CO: Waterbrook Press, 1977), 35-36
სიწმიდე პრაქტიკაში: წმიდა ცხოვრების მახასიათებლები
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეძელით თქვენი ცხოვრების ყველა ცოდვისგან თავის დაღწევა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თავისუფალი ხართ ყოველგვარი ცოდვილი ქმედებისა და ცოდვილი დამოკიდებულებისგან. ვერავინ მიგითითებთ რაიმე არასწორზე. შეასრულებდა თუ არა ეს ღვთის მიზანს წმიდა ცხოვრების შესახებ?
არა! სიწმიდე უფრო მეტია, ვიდრე ცოდვის თავიდან აცილება. სიწმიდე ნაყოფს იძლევა. სიწმიდე არ არის რჯულისმიერი, ნეგატიური მიდგომა ცხოვრებისადმი. სიწმინდე სიხარულის მომტანი ურთიერთობაა ღმერთთან. სიწმიდე თვალსაჩინო გახდება, როდესაც სულიწმიდა თავის ნაყოფს გამოიღებს ჩვენს ცხოვრებაში.
სულის ნაყოფი
►წაიკითხეთ გალატელთა 5:13—26.
გალატელთა მე-5 თავში პავლე უპირისპირებს სულში ცხოვრებას, ხორცში ცხოვრებას. ამ მომენტამდე, გალატელთა მიმართ წერილში, პავლე აფრთხილებდა გალატელ მორწმუნეებს ქრისტიანული თავისუფლების უარყოფისა და ებრაული რიტუალებისა და რჯულის მონობაში დაბრუნების საშიშროების შესახებ. ისინი გათავისუფლდნენ კეთილი საქმეებით ხსნის მოპოვების მცდელობებისგან და არ უნდა დაბრუნებულიყვნენ მონობაში.
თუმცა, პავლე სხვა საფრთხესაც აცნობიერებს. როდესაც ადამიანი თავისუფლდება მონობისგან, მას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება გამოიყენოს თავისი ახლად აღმოჩენილი თავისუფლება საკუთარი მადის დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, პავლე აფრთხილებს გალატელ მორწმუნეებს: „ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.”
პავლე უპირისპირებს ცხოვრების ორ გზას. ცხოვრების ერთ-ერთი მაგალითია „ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება“; მეორე არის „სულით სიარული.” პავლე ერთმანეთს უპირისპირებს ამ ორ ნიმუშს, ცხოვრების თითოეული წესის „ნაყოფის“ ჩვენებით.
პირველ რიგში, პავლე გვიჩვენებს „ხორცის საქმეებს“. ეს არის ადამიანის ბუნების პროდუქტი, რომელიც არ არის სულიწმიდის კონტროლის ქვეშ. ხორციელი საქმეები მოიცავს:
სექსუალურ ცოდვებს: სექსუალური უზნეობა, გარყვნილება, ავხორცობა
რელიგიურ ცოდვებს: კერპთაყვანისმცემლობა, ჯადოქრობა
სოციალურ ცოდვებს: მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, შური
მადის ცოდვებს: ლოთობა, ორგიები.
ის ასკვნის: „გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.”
შემდეგ პავლე აჩვენებს „სულის ნაყოფს“. ეს არის სულიწმიდის კონტროლისა და ძალის ქვეშ გატარებული ცხოვრების ნაყოფი. ეს არის "ერთი ნაყოფი" და არა "ნაყოფების" ჯგუფი. 1 კორინთელთა მე-12 თავში პავლეს ჩამოთვლილი აქვს „ნიჭების“ ჯგუფი და ამბობს, რომ თითოეულ მორწმუნეს მიენიჭება ერთ-ერთი „ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს” (1 კორინთელთა 12:5-11). გალატელებში კი მხოლოდ ერთი ნაყოფია, რომელიც ბუნებრივად იზრდება ყველა ადამიანის გულში, ვინც სულით დადის.
სულის ეს ნაყოფი არ არის იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენი ძალით. ეს არის ნაყოფი, რომელიც ბუნებრივად იზრდება, როდესაც სულით ვივსებით. აი ასე გამოიყურება წმიდა ცხოვრება. ეს წმიდა გულის ბუნებრივი გვერდითი (დამატებითი) პროდუქტია.
პავლემ ჩამოთვალა თხუთმეტი „ხორცის საქმე“. მან სულის ნაყოფის ცხრა ასპექტი ჩამოთვალა:
ღმერთთან დაკავშირებული ნაყოფი: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა
ადამიანებთან დაკავშირებული ნაყოფი: სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე
ჩვენს შინაგან ხასიათთან დაკავშირებული ნაყოფი: რწმენა, თვინიერება, ზომიერება
ყველა ამ თვისების საფუძველი სიყვარულია. სიყვარული, „რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს” (კოლასელთა 3:14). სიყვარული „ასრულებს რჯულს“ და აძლევს ნიადაგს, რომელშიც იზრდება და აყვავდება ეს ნაყოფი.
სულის მიყოლა ფეხდაფეხ
სულის ნაყოფი სიცოცხლის ბუნებრივი შედეგია, როდესაც სულით ვართ სავსენი. ეს არის პავლეს მთავარი აქცენტი გალატელთა მიმართ მიწერილ წერილში, სადაც ის მიმართავს ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ცდილობდნენ ამ ნაყოფის „გამოღებას“ რჯულისადმი ზედმიწევნითი მორჩილებით. პავლეს სურს გააგონოს, რომ მათ არ შეუძლიათ ამ ნაყოფის გამომუშავება; ეს არის სულში ცხოვრების შედეგი.
პავლე ამ ჭეშმარიტებას ყოველთვის აბალანსებს იმ შეხსენებით, რომ წმიდა ცხოვრება განზრახვით ცხოვრებაა. სიწმინდე შემთხვევითი არ არის; ჩვენ უნდა „ვისწრაფოდეთ მიზნისკენ” (ფილიპელთა 3:12). კოლოსეში, როგორც ჩანს, ბევრი ახალი მორწმუნე ფიქრობდა, რომ შეეძლოთ განეგრძოთ ცხოვრების ძველი წესი. აქ პავლე ხაზს უსვამს წმიდა ცხოვრებისათვის საჭირო ძალისხმევას. კოლასელებში პავლე წერს წმიდა ცხოვრების თვისებების „შემოსის“ შესახებ. ის გულისხმობს მუდმივ დისციპლინას, რომელიც დაკავშირებულია სიწმიდესთან:
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ. და ყოველივე ამას დაურთეთ (შეიმოსეთ) სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს (კოლასელთა 3:12-14).
ანალოგიურად, პავლეს არ სურდა, რომ გალატიელ ქრისტიანებს უბრალოდ დაესკვნათ, რომ წმიდა ცხოვრებით შეიძლება იცხოვრო თვითდისციპლინისა და ძალისხმევის გარეშე. ლეგალიზმზე (რჯულის ზედმიწევნით დაცვაზე) რეაქციაში, ისინი არ უნდა გახდნენ დაუდევარნი. პავლე ამბობს, (გალატელთა 5:16-25).
„იარეთ სულიერად.” სიარული არის მოქმედება, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას.
„მიყევით სულს“. მე უნდა მივყვე. ეს მოითხოვს ძალისხმევას.
„იცხოვრეთ სულით." ცხოვრება არჩევანი და მოქმედებაა. ეს მოითხოვს ძალისხმევას.
„მიჰყევით სულს ფეხდაფეხ". ეს ოთხი ზმნადან ყველაზე ძლიერია. ეს არის სამხედრო ტერმინი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მსვლელობას ასრულებენ. „სულთან ერთად მსვლელობა ფეხდაფეხ,“ მოითხოვს ძალისხმევასა და დისციპლინას.
როგორც სულით აღსავსე ქრისტიანებმა, არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ იმდენად სულიერად მომწიფებულები ვართ, რომ ვეღარასოდეს დავემორჩილებით „ხორციელ სურვილებს” (გალატელთა 5:17). თუმცა, არასოდეს უნდა მივცეთ სატანას უფლება დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ხორციელი სურვილების კონტროლისგან, სულის ძალის მეშვეობით. როდესაც ჩვენ „მივყვებით სულს ფეხდაფეხ“, ჩვენ ვქმნით სულის ნაყოფს ჩვენს ცხოვრებაში.
► ადრეულ მოწაფეებზე სულთმოფენობის გავლენის შესწავლისა და სულის ნაყოფის მიმოხილვის შემდეგ, განიხილეთ, როგორი იქნება სულით სავსე ცხოვრება დღეს. როგორ უნდა იმოქმედოს სულით ავსებამ ჩვენს დამოკიდებულებაზე, ყოველდღიურ ქრისტიანულ სიარულსა და მსახურებაზე?
მათ მიაკვლიეს საიდუმლოს - ჯონათან და როზალინდ გოფორტები
ჯონათან და როზალინდ გოფორტები კანადელი პრესვიტერიანელი მისიონერები იყვნენ ჩინეთში 1888-1933 წლებში. ქალბატონი გოფორტი ცდილობდა იესოს მაგალითის მიყოლას მის ცხოვრებაში, მაგრამ არაერთხელ განიცადა მარცხი. ოცი წლის ბრძოლის შემდეგ როზალინდ გოფორტმა შეიტყო, რომ გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო არის სულიწმიდა, რომელიც ცხოვრობს ჩვენში და აყალიბებს ქრისტეს ხასიათს ჩვენს ცხოვრებაში. ქალბატონი გოფორტი ამოწმებდა, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრება შეიძლება შეჯამდეს ერთი სიტყვით: „დასვენება.”
როდესაც მათ სულიწმიდას ნება დართეს, ემოქმედა მათში, გოფორტებმა დაინახეს, რომ ღმერთი იქმოდა სასწაულებს. ჯონათან გოფორტი თვეების მანძილზე იბრძოდა ჩინური ენის შესასწავლად. როდესაც ის ცდილობდა ჩინურ ენაზე ქადაგებას, ცოტა მსმენელს შეეძლო მისი გაგება. ერთ დღეს ქადაგების დროს მან უცებ დაიწყო მკაფიოდ მეტყველება, იყენებდა ფრაზებს, რომლებიც არასოდეს უსწავლია. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ კანადაში მცხოვრები სტუდენტების ჯგუფი ლოცულობდა იმ დღეს მისი მსახურებისთვის. იმ დღიდან ჯონათან გოფორტი თავისუფლად ფლობდა ჩინურ ენას. რაც გოფორტმა ვერ შეძლო თავისით, სულიწმიდამ შეძლო მოდრეკილი მსახურის მეშვეობით.
ღმერთი წარუძღვა გოფორტებს ჩინეთის იმ რაიონებში, რომლებსაც სახარება არასოდეს შეხებია. ათასობით ადამიანი მოექცა გოფორტების მსახურების მეშვეობით. მათი წარმატების გასაღები არ იყო დიდი უნარი; მთავარი იყო სულიწმიდის სისავსით ცხოვრება.
მის დაკრძალვაზე ნოქსის პრესვიტერიანული ეკლესიის პასტორმა გაამხილა ჯონათან გოფორტის წარმატების საიდუმლო. „ის იყო ღვთისგან მთვრალი კაცი - სრულად მინდობილი და თავდადებული. ის იყო მონათლული სულიწმიდით და ცეცხლით. ის სულით იყო აღვსილი, რადგან დაცარიელდა საკუთარი თავისთვის.”[1]
ჯონათან და როზალინდ გოფორტებს ესმოდათ სულში ყოველდღიურად სიარულის მნიშვნელობა. მათ შეიმეცნეს ჰიმნის ავტორის, ედვინ ჰეჩის ლოცვა: ისუნთქე ჩემში, ღვთის სუნთქვავ, სანამ ჩემი გული არ განიწმიდება.” როდესაც ჩვენი გული სუფთაა, ჩვენ „ერთი რამ გვსურს“; ჩვენ გვინდა ის, რაც ღმერთს სურს.
[1]ადაპტირებულია დან Wesley L. Duewel, Heroes of the Holy Life (Grand Rapids: Zondervan, 2002), 52-64.
მე - 9 გაკვეთილის მიმოხილვა
(1) იყო წმიდა ნიშნავს სულიწმიდის სისრულეში ცხოვრებას.
(2) თავის მიწიერ ცხოვრებაში იესო სულიწმიდის ძალით მსახურობდა. იესო იგივე ძალას დაპირდა თავის მიმდევრებს. ამ დაპირების გამო მან დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ „თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე.”
(3) როდესაც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოწაფეები სულიწმიდით აღივსნენ, მათი ცხოვრება შეიცვალა. სულიწმიდის ეს ახალი მოქმედება სამი ნიშნით გამოირჩეოდა:
ძლიერი ქარის მსგავსი ხმა სულის მოსვლის ძალაზე მიუთითებდა.
თითოეულ მათგანზე დაშვებული გაყოფილი ცეცხლოვანი ენები წარმოადგენდა სულიწმიდასთან დაკავშირებულ სიწმიდეს.
სხვა ენებზე ლაპარაკის უნარმა მოწაფეებს საშუალება მისცა დაემოწმებინათ ყველა ერისთვის.
(4) რადგან ადრეული ეკლესია სულიწმიდის ძალით ცხოვრობდა, ის განიცდიდა:
გაზრდილ ძალაუფლებას მსახურებისთვის
სახარების ქადაგების გაბედულებას
გაბედულებას დევნის წინაშე
გამარჯვებულ ცხოვრებას
ხელმძღვანელობას მსახურებაში
მორწმუნეებს შორის ერთობას
(5) როგორც მოწაფეები იყვნენ წმიდანი მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით, ჩვენც წმიდები ვართ მხოლოდ სულიწმიდის ძალით. სულიწმიდით ავსების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია მივყვეთ იესო ქრისტეს მაგალითს. მხოლოდ სულის ძალით შეგვიძლია ვიცხოვროთ ქრისტეს მსგავსი ცხოვრებით.
(6) როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ სულში, ჩვენი ცხოვრება აჩვენებს სულის ნაყოფს, როგორც წმიდა ცხოვრების ბუნებრივ პროდუქტს.
გაკვეთილის დავალებები
(1) მიწერეთ წერილი ახალგაზრდა ქრისტიანს, რომელიც გეუბნებათ: „ვიცი, რომ ქრისტიანი ვარ, მაგრამ მე ვაგრძელებ ბრძოლას ხორციელი დამოკიდებულებებთან და იმ სფეროებთან, სადაც სუსტი ვარ ცდუნების წინაშე.” დაეხმარეთ ამ ახალგაზრდა ქრისტიანს გააცნობიეროს სულით ავსების მნიშვნელობა.
(2) დაიწყეთ შემდეგი გაკვეთილი გალატელთა 5:22—25-ის წაკითხვით.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.