ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა
ეკლესიის დოქტრინა და პრაქტიკა

Search Course

Type at least 3 characters to search

Search through all lessons and sections in this course

Searching...

No results found

No matches for ""

Try different keywords or check your spelling

results found

Lesson 6: ცხოვრება ერთმანეთთან მოზიარეობაში

1 min read

by Stephen Gibson


ეკლესია ორმოცდამეათე, ანუ სულთმოფენობის დღის შემდეგ

► სტუდენტმა უნდა წაუკითხოს საქმეების 2:42-47 კლასს. რა დეტალებს ხედავთ ეკლესიის წევრობის შესახებ სულთმოფენობის შემდეგ?

[1]მოციქულთა საქმეები აღწერს ეკლესიის ცხოვრებას მალევე სულთმოფენობის შემდეგ. „ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ“. ბევრი ადამიანი ყიდიდა ქონებას ეკლესიის თემის ცხოვრების მხარდასაჭერად. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ტაძარში თაყვანისცემისთვის და ასევე, მოზიარეობისათვის, იკრიბებოდნენ თავიანთ სახლებში.

იმ დროს, როდესაც მათ შორის სულიწმიდის მოქმედება უმაღლეს დონეზე იყო, ეკლესიის საზოგადოებრივი ცხოვრება ყველაზე ღრმა იყო. იმ ადრეული მორწმუნეებისთვის, ეკლესიის ნაწილად ყოფნა ნიშნავდა ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ კვირას მსახურებაზე დასწრება. მორწმუნეები ყოველდღიურად იზიარებდნენ ერთად ცხოვრებას.


[1]

“როგორც წმინდა წერილში, ასევე რწმენის სიმბოლოებში ქრისტიანული მოზიარეობა წარმოდგენილია როგორც მადლის საშუალება. ”

- უილი და კალბერტსონი,

შესავალი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში