მინიშნება კლასის ლიდერისთვის: ამ გაკვეთილის დასაწყისში სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სახარების გაზიარების თავისი გამოცდილება, წინა გაკვეთილზე ნასწავლი მეთოდით. გახსოვდეთ, რომ სტუდენტებმა ერთმანეთი უნდა წაახალისონ. თითოეულმა სტუდენტმა, რომელიც აზიარებდა სახარებას, რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწია, მაშინაც კი, თუ მსმენელი დადებითად არ რეაგირებდა.
ამ გაკვეთილისთვის მომზადებისას აუცილებლად იქონიეთ დაფა ან დიდი ქაღალდი, დიაგრამის დემონსტრირებისთვის.
რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან (1 იოანეს 1:3).
► რა მიზეზი მოიყვანა მოციქულმა, სახარების გასაზიარებლად?
ჩვენ გამოვცადეთ, რას ნიშნავს ღმერთთან შეხვედრა და გადარჩენა, მასთან ურთიერთობის დაწყება. ჩვენ ასევე გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც ღმერთთან არიან ურთიერთობაში. როდესაც ჩვენ ვუზიარებთ სახარებას, ჩვენ ვიწვევთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ ღმერთთან და იმ ხალხთან, ვინც იცნობს მას.
სახარების ეს გადაცემა არის ლაკონური და დასამახსოვრებელი. ის იყენებს ნახატს, რომელიც დაამახსოვრდება ყველას, ვინც იხილავს მას. ის შეიძლება გადაცემულ იქნას ორ წუთში, ან გაფართოვდეს, მასში დისკუსიისა და ახსნის ჩართვით, თუ მსმენელი დაინტერესებულია.
არ არის აუცილებელი იყოთ გამოცდილი ფერმწერი. ნახატი მარტივია და მისი სიმარტივე ეხმარება მსმენელს მის დამახსოვრებაში.
ახლა ჩვენ გავივლით ნახაზის ეტაპებს თითოეული დახატული ნაწილის განმარტებითი ფორმულირებით.
მინიშნება კლასის ლიდერისთვის: წარადგინეთ პრეზენტაცია, სანამ სტუდენტები უყურებენ. შეეცადეთ წარდგენაში არ მიამატოთ დამატებითი განმარტებები. ის მოკლე უნდა იყოს, რათა სტუდენტებმა ადვილად ისწავლონ. სტუდენტები არ უნდა ეცადონ ნახატის დახატვას, რადგან პირველად ხედავენ მას.
მეორედ წარდგენისას, სტუდენტებმა უნდა დახატონ ნახატის თითოეული ეტაპი, როგორც კლასის ლიდერი დახატავს მას საკმარისად დიდ ზედაპირზე, რათა კლასმა დაინახოს ის. შეეცადეთ არ მიამატოთ დამატებითი განმარტებები წარდგენაში. მეორედ წარდგენის შემდეგ კლასი უნდა გადავიდეს მომდევნო ნაწილში მოცემულ ახსნა-განმარტებაზე და შემდეგ კი ისევ წარდგენას დაუბრუნდეს.
რა უნდა ითქვას ნახატის თითოეული ნაწილის დროს
ნაწილი 1
„ღმერთმა შექმნა თითოეული ადამიანი, რათა ყოფილიყვნენ მასთან ერთად და ეცხოვრათ კურთხეული ცხოვრებით. მას არ შეუქმნია პრობლემებითა და ტანჯვით სავსე ცხოვრება.”
[დაწერეთ სიტყვა „ღმერთი“ და დახატეთ ადამიანი.]
ნაწილი 2
„ადამიანი ცოდვის გამო განშორებულია ღმერთს. პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, აქედან გამომდინარე, მათში ყველამ შესცოდა ღვთის წინაშე.”
[დახაზეთ განცალკევება და დაწერეთ სიტყვა „ცოდვა“.]
ნაწილი 3
„ღმერთი მართალი მსაჯულია და ერთ დღეს ცოდვილებს მისჯილი ექნებათ მარადიულად ჯოჯოხეთში ყოფნა, თუ ისინი არ იპოვიან წყალობას და არ დაუბრუნდებიან ღმერთთან ურთიერთობას.”
[დახატეთ ისარი და სიტყვა „ჯოჯოხეთი“.]
ნაწილი 4
„ვერაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვერ დაგვაბრუნებს ღმერთთან და ვერ მოგვაპოვებინებს წყალობას - ვერც კარგი საქმეები, ვერც ეკლესიაში სიარული, ვერც რელიგიური წეს-ჩვეულებები, ვერც ფულის გაცემა....”
[დახატეთ ისრები ჩამონათვალის თითოეულ ელემენტის შესაბამისად.]
ნაწილი 5
„ჩვენ უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით, ღმერთს მასთან დასაბრუნებელი გზა რომ არ შეექმნა. იესო, ღვთის ძე, მოკვდა ჯვარზე მსხვერპლად, რათა ჩვენი ცოდვები მოგვტევებოდა. სამი დღის შემდეგ ის მკვდრეთით აღსდგა.”
[დახატეთ ჯვარი.]
ნაწილი 6
„მაგრამ საკმარისი არ არის უბრალოდ იცოდეთ ამის შესახებ. თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გააკეთოს არჩევანი, მიიღოს გადარჩენა და დაბრუნდეს ღმერთთან. ადამიანმა უნდა მოინანიოს, რაც ნიშნავს საკმარისად სინანულს ცოდვის გამო, რომ მზად იყოს მიატოვოს ის. ადამიანს, რომელიც ინანიებს, შეუძლია მიიღოს პატიება, ღვთისადმი ლოცვაში ამის თხოვნით.”
[დახატეთ ისარი და დაწერეთ სიტყვები „მონანიება“ და „მიღება“.]
ნაწილი 7
„როგორ ფიქრობთ, სად ხართ ამ დიაგრამაზე? იყო თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც მოინანიეთ ცოდვები, მიიღეთ ღვთისგან პატიება და დაიწყეთ ღმერთისთვის ცხოვრება; თუ, კვლავ დაშორებული ხართ მას თქვენი ცოდვების გამო?"
(დაელოდე პასუხს. ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ განშორებულია ღმერთს.)
„მზად ხართ გადადგათ ეს ნაბიჯი - მოინანიოთ, მიიღოთ პატიება და დაიწყოთ ღმერთისთვის ცხოვრება? სიამოვნებით ვილოცებდი თქვენთან ერთად ახლავე."
(ილოცეთ დაახლოებით ამის მსგავსად.)
„უფალო, ვიცი, რომ ცოდვილი ვარ და მარადიულ სასჯელს ვიმსახურებ. მე ვწუხვარ ჩემი ცოდვების გამო და მზად ვარ მივატოვო ისინი. გთხოვ, მაპატიო, არა იმიტომ, რომ მე ამას ვიმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ იესო მოკვდა ჩემთვის. მადლობა გადარჩენისთვის. ამიერიდან შენთვის ვიცხოვრებ."
მას შემდეგ, რაც კლასის ლიდერმა მოახდინა წარდგენის დემონსტრირება, კლასმა უნდა მისცეს პრეზენტაციის ნაწილების შემდეგი განმარტებები.
განმარტებები
ნაწილი 1
წარდგენის დასაწყისი შეიძლება მორგებული იყოს მსმენელისადმი მისამართად. „პრობლემებითა და ტანჯვით სავსე ცხოვრების“ ნაცვლად, მახარებელს შეუძლია ახსენოს რაღაც უფრო კონკრეტული, რაც მსმენელის გამოცდილებას შეესაბამება.
ნაწილი 2
მნიშვნელოვანია, რომ მსმენელმა გააცნობიეროს, რომ ის პირადად არის დამნაშავე ცოდვაში და განშორებულია ღმერთს. ის არ არის უბრალოდ ისეთ სიტუაციაში, რომელიც წარმოიშვა ადამის ცოდვის გამო.
ნაწილი 3
ეს გვიჩვენებს ცოდვილის მდგომარეობის ყველაზე სერიოზულ ასპექტს.
ნაწილი 4
ამ ნაწილის მიზანია აჩვენოს მსმენელს, რომ არ უნდა დაეყრდნოს რაიმე არასწორს, გადარჩენის მისაღებად. ეს ნაწილი შეიძლება მოერგოს მსმენელის საჭიროებებს. მახარებელი უნდა ეცადოს დაასახელოს ის, რასაც მსმენელი სავარაუდოდ ენდობა.
ნაწილი 5
გამოსყიდვის ახსნის უმარტივესი გზაა ვთქვათ, რომ „იესო ჯვარზე მოკვდა მსხვერპლად, რათა ჩვენ ცოდვები მოგვტევებოდა.” ამ ნაწილის მიზანია დაეხმაროს მსმენელს გააცნობიეროს, რომ ის დამოკიდებული უნდა იყოს ხსნაზე, რომელიც ღმერთმა უზრუნველყო.
ნაწილი 6
მახარებელი ცდილობს მსმენელი გადაწყვეტილების მომენტამდე მიიყვანოს. მსმენელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მან უნდა გააკეთოს ინდივიდუალური არჩევანი. მან უნდა იცოდეს მონანიების სწორი განმარტება, ამიტომ მან იცის, რომ მონანიება სინანულზე მეტია და იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ იმის თქმა, რომ წუხს ამის გამო. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ უნდა ილოცოს, რომ ღმერთს პატიება სთხოვოს.
ნაწილი 7
ამ დროს მახარებელი ცდილობს მიიყვანოს მსმენელი იმის აღიარებამდე, რომ მას ესაჭიროება გადარჩენა. წარდგენა შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს დაუხსნელ ადამიანს გააცნობიეროს, რომ ის არ არის გადარჩენილი. საკითხი შემუშავებულია დიდი სიფრთხილით. ბევრი ფიქრობს, რომ ყოველდღიურად უნდა ითხოვოს პატიება, სანამ ისინი აგრძელებენ ცოდვაში ცხოვრებას. საკითხი ეხება განსაკუთრებულ დროს, როდესაც ადამიანი გადარჩენას ღებულობს და იწყება ახალი ცხოვრება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას არ განუცდია მობრუნება, ის მაინც დაშორებულია ღმერთს, მისი ცოდვების გამო. შემდეგ მახარებელმა უნდა შესთავაზოს, მასთან ერთად გადარჩენისთვის ლოცვა.
თუ მსმენელი ვერ იაზრებს, რომ აქვს საჭიროება, ან არ არის მზად მონანიებისთვის, მახარებელმა არ უნდა უბიძგოს მას ლოცვისკენ. თუ ის ლოცულობს ჭეშმარიტი მონანიებისა და მოქცევის გარეშე, მას შეიძლება ჰქონდეს ცრუ გარანტია ხსნის შესახებ ან შეიძლება დაიჯეროს, რომ მოქცევა მისთვის შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადარჩენა მოგვიანებითაც კი, ნაკლებად სავარაუდოა.
ნახატი შეიძლება სწრაფად იყოს წარმოდგენილი. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააზიაროთ სახარება, შეგიძლიათ უბრალოდ იკითხოთ: „შემიძლია თქვენი დროის ორი წუთი დავიკავო, რომ გაჩვენოთ სურათი, რომელიც ასახავს იმას, თუ რას ამბობს ბიბლია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიგოთ დანამდვილებით, გადარჩენილი ხართ, თუ არა?" ამით პიროვნება გაიგებს, რომ თქვენ არ აპირებთ მას დიდი დრო წაართვათ. თუ ის დაინტერესდება და ისურვებს ამაზე საუბარს, მაშინ შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ.
ჩვეულებრივ, ადამიანები ინტერესდებიან ნახატით. ხშირად ადამიანი ითხოვს ნახატის დატოვებას, მას შემდეგ, რაც მახარებელი დაასრულებს წარდგენას.
მინიშნება კლასის ლიდერისთვის
აღნიშნული წარდგენა რამდენჯერმე აჩვენეთ. მოერიდეთ წარდგენაში დამატებითი კომენტარების ან ახსნა-განმარტების ჩასმას, რადგან სტუდენტები უფრო ადვილად ისწავლიან, თუ ის მოკლე იქნება. რამოდენიმეჯერ ჩვენების შემდეგ, სხვადასხვა სტუდენტს შეუძლია მორიგეობით წარადგინოს პრეზენტაცია ჯგუფში, ხოლო ჯგუფის წევრები დაეხმარებიან მათ დეტალების გახსენებაში. შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ წყვილებად დაყოფა და წარდგენის პრაქტიკაში გატარება ერთმანეთთან.
დავალებები
1. წარუდგინეთ სახარება ხიდის სქემით მინიმუმ სამ ურწმუნოს. დაწერეთ აბზაცი, რომელიც აღწერს თითოეულ გამოცდილებას და მოემზადეთ ამის შესახებ მომდევნო გაკვეთილზე გასაზიარებლად.
2. შემდეგი გაკვეთილისთვის მომზადებისას წაიკითხეთ და ჩაუკვირდით რომაელთა 1-3, რომაელთა მე-5 და რომაელთა მე-10 თავებს.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.