შესავალი
მინიშნება კლასის ლიდერისთვის: თითოეულ საკითხზე სთხოვეთ რომელიმე სტუდენტს წაიკითხოს წმიდა წერილის მინიშნებული ადგილი, შემდეგ კი ვინმემ წაიკითხოს ამ საკითხის ახსნა. სთხოვეთ კლასს მოკლედ განიხილონ თითოეული სადისკუსიო საკითხი.
Search through all lessons and sections in this course
Searching...
No results found
No matches for ""
Try different keywords or check your spelling
1 min read
by Stephen Gibson
მინიშნება კლასის ლიდერისთვის: თითოეულ საკითხზე სთხოვეთ რომელიმე სტუდენტს წაიკითხოს წმიდა წერილის მინიშნებული ადგილი, შემდეგ კი ვინმემ წაიკითხოს ამ საკითხის ახსნა. სთხოვეთ კლასს მოკლედ განიხილონ თითოეული სადისკუსიო საკითხი.
შემდეგი საკითხები ძირითადია სახარებაში. შესაძლებელია, ადამიანი გადარჩეს მათი სრული გაგების გარეშეც. თუმცა, ამ საკითხებიდან ნებისმიერის უარყოფა ძირს უთხრის სახარების საფუძველს. ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც უარყოფს რომელიმე ამ საფუძველს, მიდრეკილია განავითაროს სხვა სახარება, ცრუ ხსნის საშუალებებზე მინდობით.
როდესაც ვინმეს უზიარებთ სახარებას, ზოგიერთი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ შეცდომების გამო, რომლებისაც მას უკვე სჯერა. მაგალითად, თუ მას სჯერა, რომ ხსნა მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციის მეშვეობით ხდება, ის დაიჯერებს, რომ ორგანიზაციის წევრობის მოთხოვნები აუცილებელია გადარჩენისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ ადამიანი ინდივიდუალურად იღებს პატიებას და უშუალო ურთიერთობაში შედის ღმერთთან.
(1) ღმერთმა შექმნა კაცობრიობა თავის ხატად, რათა ღმერთს შეძლებოდა მასთან ურთიერთობა (დაბადების 1:27, საქმეების 17:24-28).
ეს ჭეშმარიტება გვიჩვენებს ჩვენი არსებობის დანიშნულებას და ხსნის მიზანს. ამ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება რელიგიები, რომლებსაც არ სწამთ პიროვნების მქონე ღმერთის. ეს ჭეშმარიტება გვიჩვენებს ქვეყნიერების რეალურ პრობლემას; ადამიანები ღმერთთან ურთიერთობაში არ არიან.
► რა უნდა გააკეთოს, თუ ადამიანს არ სჯერა, რომ ღმერთს უყვარს ის?
(2) პირველმა ადამიანებმა შესცოდეს და დაშორდნენ ღმერთს (დაბადების 3:3-6).
ეს გვიჩვენებს ცოდვის წარმოშობას და სამყაროს მდგომარეობის რეალურ მიზეზს. სამყარო, ცოდვის გამო, ტანჯვისა და მწუხარების ადგილია. ღვთის განზრახვის გამო ჯერ კიდევ არსებობს სიხარული და მიზანი, მაგრამ სამყარო არ არის ისეთი, როგორიც ღმერთმა დაგეგმა.
► რა ხდება, თუ ადამიანს არ სჯერა, რომ ცოდვაა სამყაროს რეალური პრობლემა?
(3) თითოეული ჩვენგანი დაიბადა ღმერთთან ურთიერთობის არმქონე, შედეგად ვცოდავთ ღვთის წინაშე (რომაელები 3:10, 23).
ყოველი ადამიანი არის დამნაშავე ღვთის წინააღმდეგ განზრახ ცოდვაში. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სწორია.
► რა ხდება, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ შეუძლია თავი გაიმართლოს იმაში, რაც გააკეთა?
(4) ყოველი ცოდვილი, რომელიც ვერ ჰპოვებს წყალობას, განიკითხება ღმერთის მიერ და მიეზღვება მარადიული სასჯელი (ებრაელთა 9:27, რომაელთა 14:12, გამოცხადებაის 20:12).
ეს ცხადყოფს ცოდვილის გადარჩენის მოთხოვნილების სერიოზულობასა და გადაუდებლობას.
► რა ხდება, თუ ადამიანს არ სჯერა, რომ არსებობს მართალი ღმერთი, რომელიც ბრაზდება მის ჩადენილ ცოდვაზე?
(5) ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამოსასყიდად (რომაელთა 3:20, ეფესელთა 2:4-9).
კეთილი საქმეები და ძღვენი ვერ გამოისყიდის ცოდვას, რადგან ცოდვა ჩადენილია უსასრულო ღმერთის წინააღმდეგ და ყველაფერი ისედაც მას ეკუთვნის.
► რა ხდება, თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ის პატიების ღირსი უნდა გახდეს?
(6) უნდა არსებობდეს პატიების საფუძველი, რადგან ცოდვა სერიოზულია და ღმერთი სამართლიანი (რომაელთა 3:25-26).
ღმერთს პატიება სურს; მაგრამ, თუ ის უსაფუძვლოდ აპატიებდა, ცოდვა წვრილმანად გამოჩნდებოდა, ღმერთი კი უსამართლოდ.
► რატომ იყო საჭირო ქრისტეს სიკვდილი?
(7) იესო, ღვთის ძე, ცხოვრობდა უცოდველი ცხოვრებით და მსხვერპლად შეეწირა, რათა ჩვენი ცოდვები მიეტევებინა (იოანეს 3:16, რომაელთა 5:8-9).
იმის გამო, რომ იესო არის ღვთის ძე, მის მსხვერპლს აქვს უსასრულო ფასეულობა და იძლევა საფუძველს მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის პატიებისთვის. ის რომ მხოლოდ კაცი ყოფილიყო, მის მსხვერპლს შეზღუდული ფასეულობა ექნებოდა. იესოს სისხლი წარმოადგენს ჩვენთვის მოცემულ მის სიცოცხლეს. მისი სისხლის გარეშე ვერ იქნებოდა ხსნა (ებრაელთა 9:22). ის ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი გადარჩენა სრულიად არ შეეძლებოდა; და ჩვენ, უიმედოთ დარჩენილებს, ხსნის სხვა გზის ძიება მოგვიწევდა.
► რატომ ფიქრობს ზოგიერთი რელიგია, რომ ადამიანები საქმეებით გადარჩებიან?
(8) იესო ხორციელად აღსდგა მკვდრეთით, დაამტკიცა თავისი იდენტობა, როგორც ღვთის ძე და აჩვენა თავისი ძალა მარადიული სიცოცხლის მისაცემად (იოანეს 20:24-28, გამოცხადების 1:18).
კულტები, რომლებიც უარყოფენ იესოს აღდგომას, როგორც წესი, უარყოფენ მის ღვთაებრიობას და მისი მსხვერპლის საკმარისობას გადარჩენისთვის. შემდეგ იგონებენ გადარჩენის სხვა საშუალებას.
► რა გავიგეთ იმ ფაქტით, რომ იესო მკვდრეთით აღსდგა?
(9) იესოს მსხვერპლი საკმარისია ყველა ცოდვის მისატევებლად (1 იოანეს 1:9, 1 იოანეს 2:2).
თუ ადამიანი უარყოფს ამ ჭეშმარიტებას, ის ირწმუნებს საქმეებიდან გამომდინარე სახარებას. ბევრ რელიგიას სჯერა იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია ნაწილობრივ მოიპოვოს თავისი ხსნა. ეს ადამიანებს რელიგიური ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ აქცევს, რომელიც ეუბნება მათ რა უნდა გააკეთონ, რომ გადარჩნენ.
► რატომ ფიქრობენ ზოგიერთი ადამიანები, რომ ისინი ვერ მიაღწევენ გადარჩენას თავისი რელიგიური ორგანიზაციის გარეშე?
(10) ღმერთი პატიობს ყველა ადამიანს, ვინც აღიარებს, რომ ცოდვილია, ინანიებს ცოდვას და სწამს ღვთის აღთქმისა პატიების შესახებ (მარკოზის 1:15, 1 იოანეს 1:9).
არცერთ ადამიანურ ორგანიზაციას არ აქვს უფლება,დაუმატოს ხსნის მოსაპოვებლად მოთხოვნები ან შესთავაზოს გადარჩენის სხვა საშუალებები.
► რომელ ადამიანს აქვს უფლება ირწმუნოს, რომ გადარჩენილია?
(11) მონანიება ნიშნავს, რომ ადამიანი წუხს ცოდვების ჩადენის გამო და მზად არის მიატოვოს ისინი (ესაიას 55:7; ეზეკიელის 18:30; ეზეკიელის 33:9-16; მათეს 3:8).
მონანიება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება სრულყოფილი უნდა გახადოს, რათა ღმერთმა მიიღოს ის; მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაიხსნას ცოდვილი ცოდვის მონობისგან. მონანიება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკმარისად ნანობს თავის ცოდვებს და რომ მზად არის მიატოვოს ისინი. თუ ადამიანს არ სურს ცოდვების მიტოვება, ის ვერ გადარჩება. თუ ადამიანი ჯერ კიდევ განზრახ ცოდვაში ცხოვრობს, ის არ არის გადარჩენილი.
► რატომ არის მონანიება აუცილებელი?
(12) მომნანიებელი, მორწმუნე ცოდვილი იღებს პატიებას, როდესაც ლოცულობს ღმერთის წინაშე და სთხოვს მას პატიებას (რომაელთა 10:13, საქმეების 2:21).
ყველა ადამიანს აქვს წვდომა ღვთის წყალობაზე იესოს გამო. არც ერთი ინსტიტუტი ან ადამიანური აგენტი არ არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა პატიება მიიღოს ღვთისგან. ადამიანი ამას ინდივიდუალურად იღებს და ღმერთთან უშუალო ურთიერთობას იწყებს.
► საიდან ვიცით, რომ ადამიანს თვალის დახამხამებაში შეუძლია გახდეს ქრისტიანი?
1. რამდენიმე აბზაცში აღწერეთ ამ საკითხებიდან ერთი ან ორი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მობრუნების დროს.
2. აირჩიეთ კულტი ან არაქრისტიანული რელიგია კვლევისთვის. 2-3 გვერდში ახსენით, როგორ უარყოფენ ისინი სახარების გარკვეულ არსებით საკითხებს. აღწერეთ ცრუ სახარება, რომელსაც ისინი ქადაგებენ და აჩვენეთ, თუ როგორ ემყარება ის არასწორ დოქტრინებს. ახსენით, თქვენ როგორ მიაწვდიდით მათ ჭეშმარიტების ბიბლიურ მტკიცებულებებს.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.
Questions? Reach out to us anytime at info@shepherdsglobal.org
Total
$21.99By submitting your contact info, you agree to receive occasional email updates about this ministry.
Download audio files for offline listening
No audio files are available for this course yet.
Check back soon or visit our audio courses page.
Share this free course with others