ამ ბოლო გაკვეთილზე ჯგუფი შეისწავლის იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს პავლეს ლოცვები მორწმუნეებისთვის, ჩვენს ლოცვასა და მსახურებას.
შემდეგ, გაკვეთილი წარმოგიდგენთ გაკვეთილების სერიას მოწაფეობისთვის. ამ გაკვეთილის შესწავლისას ჯგუფმა უნდა გადახედოს ამ გაკვეთილებიდან ზოგიერთს, შემდეგ დაგეგმოს როგორ შეასრულოს პრაქტიკული დავალება.
ამ დავალების შესასრულებლად ჯგუფს არაერთხელ დასჭირდება შეხვედრა.
სტუდენტებმა, რომლებმაც დაასრულეს კურსი „ბიბლიური მახარებლობა და მოწაფეობა“, უნდა პრაქტიკაში გამოიყენონ გაკვეთილებით მიღებული ცოდნა ახალმოქცეულებთან. პირველ რიგში, ვინმემ უნდა წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა ასწავლოს გაკვეთილი ჯგუფს. შემდეგ, კლასის თითოეულმა წევრმა უნდა ჩაატაროს მინიმუმ ერთი გაკვეთილი. მას შემდეგ, რაც ჯგუფი მოისმენს ჩატარებულ გაკვეთილს, მათ შეუძლიათ დაიყონ მცირე ჯგუფებად, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ერთდროულად, შეძლოს ლიდერობაში პრაქტიკა. ოთხკაციან ჯგუფში თითოეულ მონაწილეს შეუძლია გაკვეთილის წარმართვა და დანარჩენ სამ მონაწილეზე დაკვირვება, როდესაც ისინი წაუძღვებიან გაკვეთილს.
პავლეს ლოცვები ახალი მორწმუნეებისთვის გვაუწყებს, რა უნდა მოხდეს ახალი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს ლოცვები გვიძღვება ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის ლოცვაში, რადგან მათთვისაც იგივე უნდა ვილოცოთ, რასაც პავლე ლოცულობდა. ეს ლოცვები ასევე ხელმძღვანელობს ჩვენს მსახურებებს, რადგან ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ იმასთან, რასაც ღმერთი აკეთებს მათთვის.
მოდით შევხედოთ პავლეს ლოცვებს სამი განსხვავებული ჯგუფისთვის.
თესალონიკელები
► წაიკითხეთ 1 თესალონიკელთა 5:23-24.
თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილი სიწმიდისკენ მოუწოდებს. ყოველი მორწმუნე მოწოდებულია იცხოვროს გამარჯვებით და სიწმიდეში და ღმერთი გვპირდება, რომ ეს შესაძლებელია რწმენით. ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვასწავლოთ, რათა მივაღწიოთ მიზანს, რომელიცაა ყოველი მორწმუნის გამარჯვებამდე და სიწმიდემდე მიყვანა.
ფილიპელები
► წაიკითხეთ ფილიპელთა 1:9-11.
ეს მუხლები მოგვითხრობს მორწმუნის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე. მისი სიყვარული მუდმივად უნდა იზრდებოდეს. როგორც ეს მოხდება, უნდა გაიზარდოს მისი უნარი გაარჩიოს რა არის საუკეთესო. რამდენადაც გაარჩევს, ის თავისი ცხოვრების ადაპტირებას ახდენს, რათა მომართული იყოს იმაზე, რაც საუკეთესოა. ეს უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ის იყოს სუფთა (გულწრფელი) და უდანაშაულო.
ადამიანები, რომლებსაც პავლე წერდა ამ მუხლებში, უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყვნენ ქრისტიანები. მიუხედავად ამისა, პავლე ლოცულობდა, რომ მათ გაეძლიერებინათ ღმერთის სიყვარული და ამ სიყვარულით უკეთ გაეგოთ ღვთის ნება მათ ცხოვრებაში.
აქ მოცემულია რამოდენიმე კითხვა, რომელიც ახალმოქცეულმა უნდა გაითვალისწინოს:
ცვლილების რა მაგალითი არსებობს, რომელიც მე შევიტანე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ღმერთმა მაჩვენა, რომ დამოკიდებულება, ჩვევა ან მოქმედება არ იყო საუკეთესო?
არის რამე ჩემს ცხოვრებაში, რაშიც ეჭვი უნდა შევიტანო?
მზად ვარ, რომ ღმერთმა ლოცვაში მიმანიშნოს ნებისმიერ ცვლილებაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში უნდა განვახორციელო?
კოლასელები
► წაიკითხეთ კოლასელთა 1:9-12.
ის ლოცულობდა, რომ მათ მიეღოთ ცოდნა ღვთის ნების შესახებ, სიბრძნითა და სულიერი შემეცნებით. ახალმოქცეული ჯერ კიდევ ვერ იგებს ყველაფერს ღვთის ნების შესახებ მისი ცხოვრების წესთან მიმართებაში. ის თანდათან დაინახავს, რომ გარკვეული ჩვევები, სიტყვები და დამოკიდებულებები მის ცხოვრებაში უნდა შეიცვალოს. ვინაიდან მას ღმერთი უყვარს, ის უფრო და უფრო დაუქვემდებარებს თავის ცხოვრებას ღვთის ნებას. მენტორმა უნდა ილოცოს და ყურადღებით ასწავლოს ახალმოქცეულ ქრისტიანს ღვთის ნების ამოცნობა.
მან თქვა, რომ ღვთის ნების უკეთ გაცნობიერების შედეგად ისინი „უფლის ღირსად მოიქცევიან." ისინი გახდებოდნენ ღმერთის უფრო შესაფერისი წარმომადგენლები. მათი ცხოვრება უკეთესად შეესაბამება მათ მოწოდებას, გარდაიქმნან მადლით. მენტორს უნდა ახსოვდეს, რომ სანამ ეს პროცესი გარკვეული დროის მანძილზე არ გაგრძელდება, ახალმოქცეული ქრისტიანის ცხოვრებაში გარკვეული შეუსაბამობები იქნება.
„ღირსეული სიარულის“ ნაწილი მოიცავდა „ყოველ კარგ საქმეში ნაყოფიერებას." არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ახალმოქცეული ქრისტიანი ჯერ კიდევ არ არის ნაყოფიერი ყველა კარგ საქმეში. ის შეიძლება ჯერ არ იყოს ისეთი პასუხისმგებლიანი და შეგნებული მოვალეობის შესრულებაზე, როგორც უნდა იყოს.
მუხლები ასევე გვაუწყებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ „მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით." ადამიანს, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული სიხარული შეინარჩუნოს მსახურებისა და მოთმინების დროს, გარკვეული სულიერი სიმწიფე მოიპოვა.
დასკვნები პავლეს ლოცვების შესახებ
პავლეს ლოცვები ახალმოქცეული ქრისტიანებისთვის ბევრს გვეუბნება მოწაფეობის სამუშაოს შესახებ. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მიზნები მორწმუნეების განვითარებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ პროგრესის ამოცნობა. არ უნდა გაგვიკვირდეს ახალმოქცეულ ქრისტიანში შეუსაბამობების, გაუგებრობებისა და უპასუხისმგებლობის დანახვა. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ყველა ქრისტიანული თვისება უცბად გამომჟღავნდება.
უნდა ავღნიშნოთ, რომ პავლე უპირველესად არ ზრუნავდა მათი მსახურების მომზადებაზე ან მსახურების უნარის განვითარებაზე. ის ყველაზე მეტად ზრუნავდა მათი რწმენისა და ქრისტიანული ხასიათის განვითარებაზე. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ მსახურების შესრულება, მაგრამ არ აქვთ ქრისტიანული ხასიათი.
მასწავლებელი მნიშვნელოვანია მისი მაგალითის გამო და ინფორმაციის ღირებულების გამო. სწავლა ხაზგასმულია ზემოთ ჩამოთვლილ ორ ლოცვაში. ცოდნა ჩართულია სულიერ პროცესში. მასწავლებელს დიდი გავლენა აქვს ჭეშმარიტების გამოყენებით.
ჩვენ უნდა ვილოცოთ პავლეს ლოცვებით ახალმოქცეული ქრისტიანებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ სულიწმიდასთან, რათა დავეხმაროთ ამ პროცესების გამოვლენას მათ ცხოვრებაში.
შემდეგი ლოცვა ეფუძნება პავლეს ლოცვებს ახალმოქცეული ქრისტიანებისთვის.
ლოცვა ახალმოქცეული ქრისტიანისთვის
ზეციერო მამა,
მე ვლოცულობ ___________-სთვის, რომ განწმინდო ის მთლიანად. მე ვლოცულობ, რომ ის იყოს წმიდა თავის ქმედებებში, დამოკიდებულებებში და მოტივებში.
დაეხმარე მას, რომ შენდამი სიყვარული აგრძელებდეს ზრდას, რათა სულ უფრო უკეთ გაიგოს, რა არის შენი სრულყოფილი ნება მისთვის. დაეხმარე მას გაარკვიოს რა არის საუკეთესო და ყოველთვის აირჩიოს ის, რათა მისმა ცხოვრებამ ნაყოფი გამოიღოს შენს სადიდებლად.
დაეხმარე მას ყოველდღიურად იცხოვროს ისე, როგორც ქრისტიანს შეეფერება, გაგახაროს ყველაფერში და გაიგოს მეტი შენი გზების შესახებ. დაეხმარე მას შენში იღებდეს ძალას, რათა გამარჯვებით იცხოვროს და სიხარულით გაუძლოს განსაცდელებს. დაე ის, ყოველთვის მადლიერი იყოს იმ მადლისთვის, რომელსაც შენ იძლევი.
SGC exists to equip rising Christian leaders around the world by providing free, high-quality theological resources. We gladly grant permission for you to print and distribute our courses under these simple guidelines:
No Changes – Course content must not be altered in any way.
No Profit Sales – Printed copies may not be sold for profit.
Free Use for Ministry – Churches, schools, and other training ministries may freely print and distribute copies—even if they charge tuition.
No Unauthorized Translations – Please contact us before translating any course into another language.
All materials remain the copyrighted property of Shepherds Global Classroom. We simply ask that you honor the integrity of the content and mission.