(1) დანიშნეთ ჯგუფის შეხვედრები ყოველკვირეულად, თუ ეს შესაძლებელია. ზოგიერთს შეიძლება დახმარება დასჭირდეს ბავშვის მიხედვაში.
(2) შეხვედრების ფორმატი უნდა იყოს (1) სწავლის დრო, შემდეგ (2) ლოცვისთვის პირადი საჭიროებების გაზიარება, შემდეგ (3) ლოცვა.
თუ ჯგუფის უპირველესი მიზანი სწავლაა, სწავლის დრო შეიძლება იყოს ხანგრძლივი და სხვა ნაწილები მოკლე; მაგრამ სამი ნაწილი მაინც უნდა იყოს ჩართული. თუ ჯგუფის მიზანი სულიერი ანგარიშვალდებულებაა, სწავლის დრო შეიძლება იყოს მოკლე, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მასალა, რომელსაც შეისწავლიან.
თუ ჯგუფში ხდება პირადი გაზიარებები და დისკუსიები, მაგრამ მათ არ აქვთ გაკვეთილზე შესასწავლი მასალა, ეს დიდი ალბათობით, მიგვიყვანს ქაოსში. მასში იქნება ზოგიერთი მონაწილის პიროვნული დომინირება. გაკვეთილის მასალა აიძულებს ყველა მათგანს რეაგირება მოახდინონ ჭეშმარიტებაზე, იმის მიღმა, რაც მათ გონებაშია.
(3) დროულად დაიწყეთ და დაასრულეთ შეხვედრები.
თუ გვიან დაიწყებთ და დაასრულებთ, ისინი, ვინც საკუთარ დროს აფასებენ და უფრთხილდებიან, დაგვიანებით დაიწყებენ მოსვლას ან გამოტოვებენ ზოგიერთ შეხვედრას.
(4) დანიშნეთ ჯგუფის დასრულების თარიღი.
წევრებმა უნდა იცოდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ვალდებულება. ჩვეულებრივ, ახალ წევრებს არ უნდა მიეცეთ ჯგუფში გაწევრიანების უფლება, თუკი რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯგუფი უსადაგებს გაკვეთილებს ახალმოქცეულებს. თუ ჯგუფი სწავლობს გაკვეთილების სერიას, გაკვეთილების რაოდენობამ შეიძლება განსაზღვროს იმ კვირების რაოდენობა, რამდენჯერაც ისინი უნდა შეხვდნენ. თუ ისინი იკრიბებიან სულიერი ანგარიშვალდებულებისთვის, მათ შეუძლიათ დააწესონ ექვსთვიანი პერიოდი. დასრულების შემდეგ, მათ კვლავ შეუძლიათ გააგრძელონ. ამ დროს შესაძლოა ზოგიერთი წევრი წავიდეს და ჯგუფს შეუძლია განიხილოს, დაუშვას თუ არა ახალი წევრების გაწევრიანება.
(5) სწავლების დროს ყურადღება მეტად ცხოვრების შეცვლის მიზანზე გაამახვილეთ და არა ცოდნის მიღებაზე, როგორც თვითმიზანზე.
წევრი იგრძნობს, რომ ჯგუფი ღირებულია, თუ ის შესწავლიდან პირადი, კონკრეტული გამოყენების თემების გამოტანას შეძლებს.
(6) დაიცავით ვალდებულებები.
თუ ვინმემ გააზიარა პრობლემა და დაეთანხმა, რომ მან უნდა მიიღოს გარკვეული ზომები, იკითხეთ შემდეგ შეხვედრაზე, შეასრულა თუ არა ის, რისი გაკეთების ვალდებულებაც იკისრა.
(7) ლიდერი მზად უნდა იყოს შეხვდეს თითოეულ წევრს ინდივიდუალურად, რათა სულიერი რჩევა-დარიგება მისცეს.
სხვა წევრებს შეუძლიათ სხვა დროსაც შეიკრიბონ ერთმანეთის გასამხნევებლად.
(8) შეარჩიეთ შეხვედრისთვის კარგი ადგილი.
ეს უნდა იყოს არაფორმალური შეხვედრის ადგილი, ოჯახური ატმოსფეროთი. დასაჯდომი უნდა იყოს რაც შეიძლება წრიული, ისე, რომ თითოეულმა წევრმა დაინახოს ყველა სხვა წევრის სახე. ეს ხელს შეუწყობს მონაწილეობას. შეხვდით ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება შეფერხებები ან ყურადღების გაფანტვა.
(9) გამოიმუშავე კარგი მოსმენის ჩვევები.
კარგი მომსმენის ნიშნებია თვალის კონტაქტი, კონცენტრირებული გამომეტყველება, ყურადღების გადამტანი ფაქტორების იგნორირება და მოსაუბრის იუმორსა ან სხვა ემოციებზე რეაგირება.
(10) დარწმუნდით, რომ არცერთი წევრი არ არის ყოველთვის ჩუმად.
დაუსვით შეკითხვა წევრს, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობს („რას ფიქრობ ამაზე, ჩარლზ?”).
(11) ნუ აიძულებთ წევრს გაგიზიაროთ რაიმე პირადული.
ამის ნაცვლად, შეეცადეთ შექმნათ ატმოსფერო, სადაც ის თავისუფლად იგრძნობს თავს და ღიად ისაუბრებს. გაამყარეთ წევრის ნდობა მხედველობითი კონტაქტის მეშვეობით და მის მიერ ნათქვამის შექებით.
(12) შეეცადეთ დაუსვათ კითხვები, რომლებზეც მათ შეუძლიათ პასუხის გაცემა, რათა აამაღლოთ მათი თავდაჯერებულობა.
თუ ვინმე არასწორ პასუხს გასცემს, ვიდრე გააკრიტიკებთ მას, შეეცადეთ დაუდასტუროთ რაიმე კარგი ამ პასუხში.
(13) ვიდრე გააკრიტიკებთ, შეეცადეთ დაუდასტუროთ თითოეული კომენტარი რაიმე ფორმით.
(14) თუ ვინმეს აქვს ძალიან ბევრი ლაპარაკის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის ტენდენცია, მოძებნეთ მისი შეზღუდვის გზა.
ერთ-ერთი გზაა კითხვების მიმართვა კონკრეტული წევრებისადმი. ან შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რას ფიქრობთ დანარჩენები?" დისკუსიის დროს შეგიძლიათ თქვათ: „მოდით აზრი მოვისმინოთ ვინმესგან, ვისაც ჯერ არ უსაუბრია ამაზე.”
თუ წევრი კვლავ ბევრს ლაპარაკობს, ლიდერს შეუძლია ამის თაობაზე დაელაპარაკოს მას შეხვედრის შემდეგ. მას შეუძლია უთხრას მსგავსი რამ: „ჩარლზ, შენ ხარ სწრაფი მოაზროვნე და შეგიძლია სწრაფად უპასუხო დისკუსიებში, მაგრამ მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი სხვა არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ყველაფერს სწრაფად ვუპასუხებთ. შეგიძლია დამეხმარო ყველას ჩართულობაში?”
(15) არ მისცეთ უფლება ორ ან სამ წევრს ჰქონდეს საკუთარი დისკუსია, ჯგუფის იგნორირებით.
თუ ვინმეს სურს რაიმეზე დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს კამათი, უთხარით მას, რომ განხილვის დასრულება მოუწევს მოგვიანებით, შეხვედრის შემდეგ.
(16) არავის მისცეთ უფლება, ხელი შეუშალოს სხვებს.
ასწიეთ ხელი, დაჟინებით გააჩერეთ ის პიროვნება, ვინც აწყვეტინებს და მიეცით საშუალება პირველ გამომსვლელს დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკუსიაში ყოველთვის იქნება ნაკლებად აღზრდილი წევრების დომინირება. ადამიანები, რომლებიც ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, იმედგაცრუებულნი დარჩებიან იმით, რომ ვერ შეძლეს დაესრულებინათ თავიანთი აზრი.
(17) მოუსმინეთ საჩივრებს.
ნებისმიერმა საჩივარმა შეიძლება გამოავლინოს პრობლემა, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია. ნუ უგულებელყოფთ უკმაყოფილების ნიშნებს. თუ ვინმე უკმაყოფილოა ჯგუფის შეხვედრით, მან შეიძლება ვერ გაიგოს მიზანი, ან შეიძლება ჰქონდეს სწორი საჩივარი.
(18) თუ წევრი მუდმივად არის მტრული, აგრესიული, კამათობს ან იწყენს, მან შეიძლება არ მიიღოს ჯგუფის მიზნები.
ჯგუფი შეიძლება არ იყოს ის, რასაც ის ელოდა. ესაუბრეთ მას პირადად, რათა დაეხმაროთ ჯგუფის მიზნების დანახვაში.
(19) ლიდერი არ არის ვალდებული იცოდეს პასუხი ყველა პრობლემაზე.
მისი როლი არ არის ყველაფერზე პასუხის გაცემა, არამედ ჯგუფის წარმართვა იმაში, რომ ლოცვაში ვატაროთ ტვირთი.
(20) იყავით მოქნილი და მომთმენი გრაფიკის შეფერხებისას.
გახსოვდეთ, რომ მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში არის ჩვენი ღმერთისმიერი განვითარების ნაწილი. პრობლემა წაემოადგენს შესაძლებლობას.
(21) თუ წევრი ხშირად იყენებს შეხვედრის მთელ დროს თავისი საჭიროებების გასაზიარებლად, შესთავაზეთ მას რჩევის მიღება სხვა დროს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დანარჩენი წევრები იგრძნობენ, რომ შეხვედრა მათ უბრალოდ მოპარეს. არ დაუშვათ ჯგუფმა დაკარგოს თავისი მიზანი, გარდა იმ შემთხვევისა თუ წევრები ერთად შეთანხმდებიან, რომ მიზანი უნდა შეიცვალოს.
(22) ნუ მისცემთ უფლებას დისკუსიები მავნებლური გახდეს.
ნუ მისცემთ უფლებას ჯგუფი იქცეს ადგილობრივი ეკლესიისა და სხვა ლიდერების კრიტიკის ადგილად.
(23) გახსოვდეთ, რომ ჯგუფის ეფექტურობა დამოკიდებულია ღმერთის ძალაზე, რომელიც მუშაობს მასზე.
ჯგუფი მხოლოდ ბიბლიური სტრუქტურაა, რომელსაც ღმერთი იყენებს.